Logo

ერთიანი ჯანმრთელობის საველე ეპიდემიოლოგიის საბაზისო კურსი (FETP One Health Frontline) აცხადებს რეზიდენტების მიღებას პირველი პილოტური კოჰორტისთვის

title

ერთიანი ჯანმრთელობის საველე ეპიდემიოლოგიის საბაზისო კურსი (FETP One Health Frontline) აცხადებს რეზიდენტების მიღებას პირველი პილოტური კოჰორტისთვის შემდეგი რეგიონებისთვის:

1.       თბილისი

2.       სამცხე-ჯავახეთი

3.       კახეთი

4.       შიდა ქართლი

 

FETP One Health Frontline სასწავლო პროგრამას ახორციელებს ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების მხარდაჭერით.

 

პროგრამის მთავარი მიზნები:

·         ქვეყნისთვის აუცილებელი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შემდეგი  მიმართულებების გაძლიერება:

o   საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გამოწვევებზე რეაგირება (მ.შ.ეპიდაფეთქება და ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფები);

o   ეპიდზედამხედველობის სისტემები -   არსებულის/ახლის მართვა და შეფასება;

o   ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემები;

o   სამეცნიერო საფუძვლების გამოყენება პროგრამული გადაწყვეტილებების მიღებისას  დაავადებებისა და მდგომარეობების პრევენციისა და კონტროლისთვის;

o   ეპიდემიოლოგიური ინფორმაციის გაზიარება სამეცნიერო სტატიების გამოქვეყნებით და გადაწყვეტილების მიმღებთათვის ეპიდზედამხედველობის მონაცემების წარდგენით;

·         ქვეყნის პრიორიტეტულ საკითხებზე მომუშავე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროფესიონალი კადრების მომზადება;

 

FETP One Health Frontline-ის მთავარი პრინციპი არის მტკიცებულებებზე დაფუძნებული მონაცემების გამოყენება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიზნების მისაღწევად. FETP ნერგავს ეპიდემიოლოგიის საერთაშორისო სტანდარტებს, უზრუნველყოფს მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომების გამოყენებას. FETP აყალიბებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სხვადასხვა განათლებისა  და გამოცდილების მქონე პროფესიონალთა ერთგვაროვან აზროვნებას, ხელს უწყობს უწყებებს შორის თანამშრომლობას და ეხმარება რეზიდენტებს თავიანთი სამუშაოს მაღალეფექტური გზებით შესრულებაში.

"ერთიანი ჯანმრთელობის" მიდგომის გატარების მიზნით, რეზიდენტები  შეირჩევიან როგორც ჯანდაცვის, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სექტორებიდან.

 

პირველი კოჰორტის ტრენინგი დაიწყება 2023 წლის თებერვალში.  კურსის ხანგრძლივობაა 3 თვე. FETP One Health Frontline პილოტური სასწავლო კურსი შედგება ორი ერთ კვირიანი სემინარისგან და საველე სამუშაოსგან.

 

სემინარები მოიცავს ტრენინგ კურსებს ეპიდზედამხედველობის, საბაზისო ეპიდემიოლოგიის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კომუნიკაციის, ტექნიკური ანგარიშის მომზადების, მონაცემთა ანალიზსა და საველე კვლევის პრეზენტაციის საკითხებზე. პროგრამის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია საველე სამუშაოები, მაგ. ეპიდაფეთქების კვლევა და რეაგირება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო სიტუაციებზე, ასევე დაგეგმილი ეპიდემიოლოგიური კვლევების ჩატარება.

 

შერჩეული მენტორები თავიანთ რეზიდენტებს გაუძღვებიან მთელი კურსის მანძილზე. პროგრამის დასრულების შემდეგ რეზიდენტები მიიღებენ  სერთიფიკატს.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ FETP One Health Frontline წარმოადგენს სასწავლო პროგრამას, რომელშიც რეზიდენტები მიიღებენ მონაწილეობას მათზე ნაკისრი ძირითადი სამუშაო ვალდებულებების შესრულების შეფერხების გარეშე.

 

სწავლების პროცესში მგზავრობისას განთავსების ყველა ხარჯი, რეზიდენტების მთელი კურსის განმავლობაში დაიფარება პროგრამის ბიუჯეტიდან.

 

რეზიდენტების შერჩევის კრიტერიუმები:

 

1.       აუცილებელი მოთხოვნა: უმაღლესი სასწავლო დაწესებულების დიპლომი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, ეპიდემიოლოგიისა და ზოგადი ჰიგიენის, მედიცინის, ვეტერინარიის, გარემოს ჯანმრთელობის ან სურსათის უვნებლობის მიმართულებით.

2.       მიმდინარე პერიოდში მუშაობა სახელმწიფო ან კერძო სექტორში, მათ შორის ჯანდაცვის, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის, სურსათის უვნებლობის მიმართულებით.  უპირატესობა მიენიჭებათ იმ კანდიდატებს, რომელთა პასუხისმგებლობაში შედის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მონაცემთა შეგროვება და ანალიზი, ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობა (გადამდები და არაგადამდები დაავადებები), ეპიდემიოლოგიური კვლევა და ა.შ.

3.       კომპიუტერული და პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების საბაზისო უნარები (Word, Excel, და ა.შ.);

4.       კანდიდატებმა უნდა გამოხატონ მზაობა გააგრძელონ მუშაობა ჯანმრთელობის დაცვის, გარემოს დაცვის, ვეტერინარიის და სოფლის მეურნეობის სისტემაში პროგრამის დასრულებიდან მინიმუმ 2 წლის განმავლობაში, იმავე რეგიონში, საიდანაც მოხდა მათი შერჩევა;

5.       პროგრამაში მონაწილეობისას რეზიდენტები მათზე ნაკისრი ძირითადი სამუშაო ვალდებულებების შესრულების შეფერხების გარეშე.

 

 

რეზიდენტების შერჩევის პროცედურები:

 

1.       კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ მოთხოვნილი დამადასტურებელი დოკუმენტები შემდეგ ელ-ფოსტაზე - fetp@ncdc.ge.

2.       განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 20 ნოემბერი.

3.       კანდიდატმა უნდა გამოაგზავნოს შემდეგი საბუთები:

·         რეზიუმე (CV)

·         აკადემიური ხარისხის დადასტურება (დიპლომი);

·         ორი სარეკომენდაციო წერილი* იმ პირებისგან, რომლებიც პირდაპირ კავშირში არიან კანდიდატების პროფესიულ კარიერასთან ან/და იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელებისგან, სადაც მუშაობენ კანდიდატები.

 

*ერთ-ერთი ასეთი სარეკომენდაციო წერილი აუცილებლად უნდა იყოს კანდიდატის ამჟამინდელი ხელმძღვანელის ან სტრუქტურული განყოფილების ხელმძღვანელისგან, სადაც დასაქმებულია ეს კანდიდატი, რომელიც უზრუნველყოფს მისი განაცხადის მხარდაჭერას და საშუალებას მისცემს პროგრამაში აქტიურ მონაწილეობას, ასევე იმის გარანტიას, რომ პროგრამის დასრულების შემდეგ კანდიდატს შეეძლება იმუშაოს მინიმუმ ორი წელი იმ ორგანოში, დაწესებულებაში ან ორგანიზაციაში, რომელმაც ის სასწავლო კურსზე დასასწრებად გააგზავნა. 

 

 

 

4.       განაცხადის მიღების შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ ელექტრონული ფოსტით;

5.       გასაუბრებისათვის შერჩეული კანდიდატები ინფორმირებული იქნებიან პირადად ან ტელეფონით;

6.       შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება;

7.       საბოლოო შერჩევა მოხდება რეზიუმესა და კანდიდატებთან გასაუბრების  საფუძველზე;

8.       მიღების შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ ოფიციალური წერილით და ელექტრონული ფოსტით;