Logo

სამუშაო შეხვედრა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალური ცენტრებისა და „თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრი საქართველოში“ წარმომადგნელებს შორის

title

2019 წლის 5 ივნისს შედგა სამუშაო შეხვედრა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის,  საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალური ცენტრებისა და „თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრი საქართველოში წარმომადგნელებს შორის.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეთათვის თამბაქოს კონტროლის საკითხების მიმოხილვა, საკანონმდებლო ცვლილებების გაცნობა, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალური ცენტრების როლი თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის აღსრულების მონიტორინგის მიმართულებით მათ სამოქმედო მუნიციპალიტეტებში და  კანონმდებლობის აღსრულების მონიტორინგის 2019 წლის სამოქმედო გეგმის განხილვა.

შეხვედრა განხორციელდა 2019 წლის „ჯანმრთელობის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამის „თამბაქოს მოხმარების კონტროლის გაძლიერების“ კომპონენტის ფარგლებში.