Logo

კორონავირუსის ეპიდსიტუაცია - ბრიფინგი 31.01.2020

title


2020 წლის 31 იანვარს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა ბრიფინგი სახელწოდებით კორონავირუსის ეპიდსიტუაციის მიმოხილვა.

ჯერჯერობით ქვეყანაში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ ფიქსირდება. პანიკის საფუძველი არ არის ქვეყანაში, თუმცა, ჩვენ უნდა ვიყოთ სრულ მზადყოფნაში. მნიშვნელოვანია, სწორი ინფორმაცია მივიდეს მოსახლეობამდე, რომ ქვეყანა ყველაფერს აკეთებს, იმისთვის, რათა თავიდან იქნას აცილებული ინფექციის იმპორტი და თუ ეს მაინც მოხდა, დროულად გატარდეს შესაბამისი ზომები. რაც შეეხებოდა ორ ჩვენს თანამემამულეს, ქალს და კაცს, რომლებიც შემოვიდნენ ჩინეთიდან სხვადასხვა გზებით, ერთმა თვითდინებით მიმართა ინფექციურს და მეორე აეროპორტიდან იქნა გადაყვანილი. ისინიც გაიტესტნენ სწრაფი ტესტით გრიპზე. აღმოჩნდა ნეგატიური. დღეს მათი ჯანრმთელობა სრულად დამაკმაყოფილებელია. გუშინვე აღებული იქნა სინჯები მოლეკულური კვლევებისთვის. არცერთ ვირუსზე იქ დადებითი რეაქცია არ იყო. მაგრამ იმის გამო, რომ ჯერჯერობით არ გვაქვს ის სუბტიპი კორონავირუსზე, რომელიც ტრიალებს ჩინეთში, გადავწყვიტეთ მათი სინჯები გავგზავნოთ როტერდამში, სადაც მოხდება იმ სუბტიპზე გატესტვაც. გრძელდება მუშაობა ქვეყანაში. დღეს სამინისტროში შეიკრიბება საკოორდინაციო საბჭო.,“ - განაცხადა გამყრელიძემ.

ასევე, მოგეხსენებათ, გუშინ გვიან ღამით დამთავრდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტის სხდომა, სადაც დეტალურად იქნა განხილული სიტუაცია. საგანგებო კომიტეტმა მიმართა რეკომენდაციით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ბატონ ტედროსს, რომ გამოცხადდეს საერთაშორისო მნიშვნელობის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობა და ბატონმა ტედროსმა გუშინდელ პრესკონფერენციაზე ეს მდგომარეობა გამოაცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ ე.წ განგაშის თამასა, რომელიც მხოლოდ ჩინეთისთვის იყო 10 დღის წინ გამოცხადებული, გავრცელდა მთელს მსოფლიოზე. ანუ საჭიროა, რომ ყველა ქვეყანაში, ყველგან იყოს განსაკუთრებული მზადყოფნა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

„ვირუსი სულ რაღაც ერთი თვის არის, ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს. ძალიან ბევრი მოსაზრებები, თეორიები გამოითქვა. ერთ-ერთი თეორია არის ამერიკელი მეცნიერების, რომ წითურას ვაქცინას შეუძლია არასპეციფიკურად დაიცვას ამ დაავადებისგან. არის ასეთი მოსაზრება, რადგან ბავშვები ნაკლებად ავადდებიან, იმიტომ, რომ ბავშვებში მძიმე შემთხვევები საერთოდ არ არის. ასევე ახალგაზრდებშიც არ არის, მაშინ, როცა გარდაცვლილთა შემთხვევების უმრავლესობა 70 წელს გადაცილებული ადამიანებია, რომლებსაც ჯანმრთელობის სხვა პრობლემები აქვთ. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ყველაფერი ჯერ არ არის გამყარებული მეცნიერული მტკიცებულებებით, ამიტომ, ამ თეორიებზე ლაპარაკი ჯერ არ შემიძლია“, - განაცხადა იმნაძემ.