Posted on:
18.04.2018
title
18 აპრილს, კახეთის რეგიონში, ქ. ყვარელში, ერთიანი ჯანმრთელობის კონცეფციის ფარგლებში, „აბრეშუმის გზის ბიოზედამხედველობის ორგანიზაციის“ ინიციატივით, რომლის თავჯდომარე ქვეყანა საქართველოა, გაიმართა ტრანს - სასაზღვრო შეხვედრა აზერაბაიჯანის და საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და ვეტერინარული სამსახურების სპეციალისტთა შორის. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ წარმომადგენლები მოლდოვის, უკრანის, აშშ და საფრანგეთის შესაბამისი უწყებებიდან.
შეხვედრის მიზანი იყო ადამიანის და ცხოველების გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობას და იმუნიზაციის საკითხებში გამოცდილების გაზიარები გზით, მონაწილე მხარეთა შორის თანამშრომლობის გაღრმავება.