Logo

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

title

ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა, სანოფი პასტერის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა უკვე შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ  ვაქცინებს შორის.


 გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკ ჯგუფებს, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ უფასოდ ჩაუტარდებათ.

 რისკის ჯგუფებს, შეუძლიათ, მიმართონ ვაქცინაციის მიმწოდებელ დაწესებულებებს. სერვისის მისაღებად, თან უნდა იქონიონ საკუთარი სტატუსის დამადასტურებელი ცნობა. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში, ქვეყნის მასშტაბით, 400-მდე სამედიცინო დაწესებულება არის ჩართული.