title
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არის გრიპისპრევენციის და მისგან გამოწვეული მძიმე შედეგებისყველაზე ეფექტური სპეციფიკური საშუალება. მეცნიერულ კვლევებზე დაყრდნოთ, ვაქცინაციასშეუძლია გრიპით დაავადების რისკი შეამციროს 60%-ით მთელს მოსახლეობაში გრიპის სეზონისგანმავლობაში.
ვაქცინის ეფექტურობა დამოკიდებულია რეციპიენტისასაკსა და იმუნოკომპეტენტურობაზე, ასევევაქცინაში არსებული და ცირკულირებადი შტამებისთანხვედრაზე. თანხვედრის შემთხვევაში ვაქცინაეფექტურია 70-80%-ში 65 წლამდე ასაკის პირებში, ხანშიშესულებში კი - 30-70%-ში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისრეკომენდაციით ევროპის რეგიონში შემავალიქვეყნებისთვის (მათ შორისაა საქართველო), გრიპისსეზონად მიჩნეულია მიმდინარე წლის მე-40 კვირიდან მომდევნო წლის მე-20 კვირის ჩათვლითპერიოდი.
2019–2020 წლის სეზონისთვის საქართველოსოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისსამინისტროს მიერ შეძენილი იქნა 100 000 დოზასეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა მძიმეგართულებების განვითარების რისკის ქვეშ მყოფიპირებისა და სავალდებულო იმუნიზაციასდაქვემდებარებული პროფესიულირისკჯგუფებისთვის. 2019-2020 წლის გრიპისსეზონისთვის, საქართველოში ვაქცინაციისთვის რისკის პრიორიტეტულ ჯგუფებად განისაზღვრა:
ა) სპეციფიკური ქრონიკული დარღვევებისმქონეთაგან:
• დიაბეტის მქონე პირები;
• დიალიზზე მყოფი პირები;
• C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდმკურნალობაზე მყოფნი);
• აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები;
ბ) სხვა პრიორიტეტული ჯგუფები:
• ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) დამოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები დამათი მომვლელი პერსონალი;
• ორსულები;
გ) სავალდებულო იმუნიზაციასდაქვემდებარებული პროფესიულიჯგუფები (იხ.სოტდშჯს მინისტრის 22.01.2019 წ. ბრძანება №01-6/ნ - სავალდებულოპროფილაქტიკურ იმუნიზაციას დაქვემდებარებულსაქმიანობათა ნუსხის დამტკიცების თაობაზე
ზემოთ აღნიშნული კონტინგენტის სეზონური გრიპისსაწინააღმდეგო ვაქცინაციის მსურველთა აცრები განხორციელდება ადმინისტრაციულ–ტერიტორიულიერთეულების მიხედვით.
იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებშიშესყიდული გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა (2013 – 2019წწ):
2013-2014 წლის სეზონი
♦ შესყიდული ვაქცინის რაოდენობა - 4000 დოზა
♦ ვაქცინის დასახელება - VAXIGRIP, გრიპისინაქტივირებული სპლიტ-ვაქცინა; მწარმოებელი - SANOFI PASTEUR SA (საფრანგეთი)
2014-2015 წლის სეზონი
♦ შესყიდული ვაქცინის რაოდენობა - 8000 დოზა
♦ ვაქცინის დასახელება - INFLUVAC, გრიპისინაქტივირებული ვაქცინა (ზედაპირული ანტიგენი); მწარმოებელი - Abbott Biologicals B.V. (ჰოლანდია)
2015-2016 წლის სეზონი
♦ შესყიდული ვაქცინის რაოდენობა - 10 000 დოზა, მათ შორის:
♦ 5000 დოზა - ვაქცინის დასახელება - INFLUVAC, გრიპის ინაქტივირებული ვაქცინა (ზედაპირულიანტიგენი); მწარმოებელი - Abbott Biologicals B.V. (ჰოლანდია)
♦ 5000 დოზა - ვაქცინის დასახელება - VAXIGRIP, გრიპის ინაქტივირებული სპლიტ-ვაქცინა; მწარმოებელი - SANOFI PASTEUR SA (საფრანგეთი)
2016-2017 წლის სეზონი
♦ შესყიდული ვაქცინის რაოდენობა - 20 000 დოზა
♦ ვაქცინის დასახელება - INFLUVAC, გრიპისინაქტივირებული ვაქცინა (ზედაპირული ანტიგენი); მწარმოებელი - Abbott Biologicals B.V. (ჰოლანდია).
2017-2018 წლის სეზონი
♦ შესყიდული ვაქცინის რაოდენობა - 27 000 დოზა.
♦ ვაქცინის დასახელება - VAXIGRIP გრიპისინაქტივირებული სპლიტ-ვაქცინა; მწარმოებელი - SANOFI PASTEUR SA (საფრანგეთი)
2018-2019 წლის სეზონი
♦ შესყიდული ვაქცინის რაოდენობა - 48 935 დოზა
♦ ვაქცინის დასახელება - VAXIGRIP გრიპისინაქტივირებული სპლიტ-ვაქცინა; მწარმოებელი - SANOFI PASTEUR SA (საფრანგეთი)
2019-2020 წლის სეზონი
♦ შესყიდული ვაქცინის რაოდენობა - 100000 დოზა
♦ ვაქცინის დასახელება - VAXIGRIP გრიპისინაქტივირებული სპლიტ-ვაქცინა; მწარმოებელი - SANOFI PASTEUR SA (საფრანგეთი)