Logo

„0-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვთა ზრდისა და განვითარების ზედამხედველობა“ 01.06.2017

title

2017 წლის 1 ივნისს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ორგანიზებით გაიმართა ახალი ელექტრონული პლატფორმის ტექნიკური დეტალების განხილვა.
 
ელ. პლატფორმის სახელწოდებაა „0-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვთა ზრდისა და განვითარების ზედამხედველობა“, რომლის დაკავშირება მოხდება ყველა საჭირო არსებულ ელექტრონულ მოდულთან. ინსტრუმენტის მიზანია დედისა და ბავშვის ჯანმრთელობის სტატუსი სამშობიაროდან გამოწერისას მიეწოდოს პირველად ჯანდაცვას; დააფიქსიროს ყველა საყურადღებო შემთხვევა, რათა მათზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდეს პირველადი ჯანდაცვის დონიდან; ასევე ინსტრუმენტი დაეხმარება პირველადი ჯანდაცვის სისტემის მუშაკებს თვალი მიადვენონ ახალშობილის განვითარებას და ხელი შეუწყონ მის რეფერირებას პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში.