Logo

დღე მსოფლიო თამბაქოს გარეშე - პრესრელიზი

title

2022 წლის 31 მაისს, 12:00 საათზე სასტუმროშერატონ გრანდ მეტეხი პალასშიოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით აღინიშნება  „დღე მსოფლიო თამბაქოს გარეშე“. ამ დღეს მსოფლიოს ყველა ქვეყანა ერთად აღნიშნავს სხვადასხვა პრიორიტეტულ საკითხზე ხაზგასმით. წლევანდელი დღის თემაა

თამბაქო - გარემოს საფრთხე

“Tobacco-Threat to our environment”

2022 წელს ამ დღეს სხვადასხვა მიღწევით ვხვდებით - დამტკიცდა თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგია 2021-2025 და სამოქმედო გეგმა 2021-2023, მთავრობამ გადადგა უდიდესი პროგრესული ნაბიჯი თამბაქოს ნაწარმის სადა შეფუთვის დადგენილების დამტკიცებით შეუერთდა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების რიგს, კანონი თანდათან უფრო სრულყოფილი ხდება - მოწევა აიკრძალა ტაქსებსა და კერძო ავტომანქანებში, სადაც არასრულწლოვანები არიან და სხვა; და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კანონის აღსრულება ეფექტურად ხორციელდება. ასევე, წელს 31 მაისის მსოფლიო თამბაქოს გარეშე დღის აღსანიშნავად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნოს გადაწყვეტილებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი დაჯილდოვდა თამბაქოს კონტროლის გაძლიერების მიმართულებით შეტანილი წვლილისთვის.

ღონისძიებაზე მიმოვიხილავთ საქართველოში თამბაქოს კონტროლის მიმართულებით მოპოვებულ მიღწევებს, სამომავლო გეგმებსა და გამოწვევებს.

შეხვედრას მიესალმება და მიღწევებს ონლაინ ჩართვით მოგვილოცავს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდიცნოს ხელმძღვანელი ქალბატონი ადრიანა ბლანკო მარკუიზო.

ღონისძიება ტარდება სამშაბათ, 31 მაისს, 12 საათზე სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში (თელავის ქუჩა 20).

მოწვეულნი არიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის, თამბაქოს კონტროლის სამთავრობო კომისიის წევრი უწყებების, სამთავრობო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

თამბაქო - გარემოს საფრთხე

       300 ღერი სიგარეტის დამზადებას 1 ხე სჭირდება და ყოველწლიურად სიგარეტების დასამზადებლად 600 მილიონი ხე იჭრება და 200 000 ჰექტარი ტყე იჩეხება

       1 ღერი სიგარეტის დასამზადებლად 3.7 ლიტრი წყალი იხარჯება

       ყოველწლიურად 6 ტრილიონი სიგარეტი იწარმოება და 84 მილიონი ტონა CO2 გამოიყოფა, რაც 3 ტრანსატლანტიკური ფრენის და 280 000 რაკეტის კოსმოსში გაშვების ტოლფასია

       მწეველი სიცოცხლის განმავლობაში 5 ტონა CO2- გამოყოფს გარემოში

       მწეველობის ჯამური ეკონომიკური ტვირთი 1436 მილიარდი აშშ დოლარია

       ყოველწლიურად 4.5 ტრილიონი სიგარეტის ნამწვი ხვდება გარემოში; სიგარეტის ნამწვი გარემოს ყველაზე ხშირი დამაბინძურებელია

 

გააძლიერე ჩართულობა - შეცვალე ჩვევა!

ამ სლოგანით გაერთიანებულ საზოგადოებას შეუძლია შექმნას საქართველო თამბაქოს კვამლის გარეშე. პოზიტიური ცვლილების განსახორციელებლად მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის ჩართულობა, ინიციატივა და კანონის აღსრულება. გვახსოვდეს, რომ თითო მოქალაქის ჩვევა ქმნის საზოგადოების ქმედებას.

თამბაქოს კონტროლის გაძლიერებით მომდევნო 15 წლის განმავლობაში ქვეყანა თავიდან აიცილებს საქართველოს 53 100 მოქალაქის გარდაცვალებას და 3.6 მილიარდი ლარით შეამცირებს თამბაქოსთან ასოცირებულ მთლიან ეკონომიკურ ხარჯებს. თამბაქოს კონტროლში ჩადებული ყოველი 1 ლარით ქვეყნის უკუგება 5 წელიწადში 161 ლარი და 15 წელიწადში კი 357 ლარი იქნება.

 

არა თამბაქოს = ჯანსაღი პლანეტა + ჯანმრთელი მოსახლეობა

 

შემოგვიერთდით! ჩვენ ერთად შევქმნით საქართველოს თამბაქოს კვამლის გარეშე!

 

საკონტაქტო პირი: ნინო მამუკაშვილი 595 95 61 03

მისამართი: თბილისი, თელავის ქუჩა #20