title
ანტიმიკრობული საშუალებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო კვირეული ყოველწლიურად 18-24 ნოემბერს აღინიშნება. კვირეულის აღნიშვნას საქართველო 2016 წლიდან შეურთდა და ამ წლების განმვალობაში სხვადასხვა საინფორმაციო სახის ღონისძიებები ხორციელდება.
გავერთიანდეთ ანტიმიკრობული რეზისტენტობის პრევენციისთვის! ანტიმიკრობული საშუალებები გამოიყენეთ სიფრთხილით! - ანტიმიკრობული საშუალებების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეული ამ სლოგანის ირგვლივ ერთიანებდა.
ინიციატივა ფოკუსირებულია ღონისძიებების გატარებაზე ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომით; ანტიმიკრობული რეზისტენტობა საფრთხეს უქმნის ადამიანებს, ცხოველებს, მცენარეებს და გარემოს. ეს პრობლემა თითოეულ ჩვენგანზე მოქმედებს. სწორედ ამიტომ, წლევანდელი თემა მოითხოვს სექტორთაშორის თანამშრომლობას ამ მნიშვნელოვანი მედიკამენტების ეფექტურობის შესანარჩუნებლად.
2022 წლის კამპანიის მთავარი გზავნილებია:
🔹ანტიმიკრობული მედიკამენტები გამოიყენება ადამიანებში, ცხოველებსა და მცენარეებში ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკისთვის, კონტროლისა და მკურნალობისთვის, თუმცა, უკონტროლი გამოყენების შემთხვევაში, დროთა განმავლობაში მათი მოქმედება შესაძლოა შესუსტდეს.
🔹ანტიმიკრობული რეზისტენტობას ვაწყდებით მაშინ, როდესაც ბაქტერიები, სოკოები და პარაზიტები აღარ რეაგირებენ ანტიმიკრობულ აგენტებზე. პრეპარატებისადმი რეზისტენტობის შედეგად, ანტიბიოტიკები და სხვა ანტიმიკრობული აგენტები ხდებიან უფრო მეტად არაეფექტურები და ინფექციების მკურნალობა შესაბამისად რთული ან შეუძლებელი ხდება, რაც, თავის მხრივ ზრდის მძიმე ავადმყოფობისა და სიკვდილიანობის რისკს.
🔹ანტიმიკრობული რეზისტენტობა აღმოცენდება აქ და ახლა. დღევანდელ რეალობაში ის წარმოადგენს ყველაზე დიდ საფრთხეს გლობალური ჯანმრთელობის, სუფრსათის უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის.
🔹ადამიანებში, ცხოველებსა და მცენარეებში ანტიმიკრობული საშუალებების არამიზნობრივი და გადაჭარბებული გამოყენება აჩქარებს ანტიმიკრობული რეზისტენტობის განვითარებისა და გავრცელების პროცესს მთელს მსოფლიოში.
🔹ანტიმიკრობული რეზისტენტობის გამოწვევები რთული და კომპელქსურია, თუმცა, ეს პრობლემა არ არის გადაუჭრელი. „ერთიანი ჯანმრთელობის“ პოზიცია ანტიმიკრობულ რეზისტენტობასთან დაკავშირებით უზრუნველყოფს მილიონობით ადამიანის სიცოცხლის დაცვას, ანტიმიკრობული საშუალებების რეზისტენტობის საშუალებების შენარჩუნებას თაობების განმავლობაში და მომავლის დაცვას პრეპარატების მიმართ რეზისტენტული პათოგენებისაგან
ვიდეოები