Logo

გურიის რეგიონში C ჰეპატიტის, აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის ინტეგრირებული სკრინინგის პროგრამა იწყება

title

ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორმა ამირან გამყრელიძემ სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა გურიის რეგიონში.
შეხვედრას ესწრებოდნენ გურიის მხარის რწმუნებული ბატონი ზურაბ ნასარაია, გურიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალურ სამსახურების და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ადგილობრივი წარმომადგენლები.

შეხვედრაზე ბატონმა ამირან გამყრელიემ ისაუბრა C ჰეპატიტის, აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის ინტეგრირებული სკრინინგის, წითელას შემთხვევების, იმუნიზაცია და კერძოდ წითელა/წითურა/ყბაყურას (წწყ) არაგეგმიურ იმუნიზაციის, კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის, ტყვიის შემცველობის კვლევის საკითხებზე.

გურიის მხარის რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ შეხვედრაზე განნაცხადა, რომ მზად არიან პროგრამის განხოციელებას ხელი შეუწყონ.
შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია.

C ჰეპატიტის, აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის ინტეგრირებული სკრინინგის პროგრამა იწყება იმერეთის, კახეთის და აჭარის რეგიონებშიც.