Posted on:
01.08.2017
title
ბიოსაწვავის (ტყის მასივების) არასრული წვის შედეგად ხდება ჰაერის დაბინძურება მყარი ნაწილაკებით, ნახშირის მონიქსიდით, აზოტის ოქსიდით, გოგირდის დიოქსიდითა და ორგანული მინარევებით.
ზემოქმედების ტიპი | შესაძლო პრობლემები |
მწვავე ეფექტები | - დამწვრობა - ფილტვის ფუნქციის გაუარესება (დისტრეს სინდრომი) - ასთმის და სხვა რესპირატორული დაავადებების გამწვავება - ასთმა და სხვა მწვავე რესპირატორული პრობლემები ბავშვებში - გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამწვავება |
ქრონიკული ეფექტები | - ასთმისა და სხვა რესპირატორული დაავადებების შეტევების გახშირება - ასთმისა და სხვა რესპირატორული დაავადებების ახალი შემთხვევები - სიცოცხლის ხარისხის დაქვეითება და სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირება |
სხვა შესაძლო რისკები | - ავტოსატრანსპორტო, საზღვაო და ავიოკატასტროფები (ცუდი ხილვადობის გამო) - სამაშველო სამსახურის წარმომადგენელთა ავადობის/სიკვდილობის რისკი - ბარიერები რუტინული ჯანდაცვითი სერვისების ხელმისაწვდომობის მხრივ |
მოსახლეობის განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფები:
- პირები ჯანმრთელობის უკვე არსებული, ქრონიკული პრობლემებით (ასთმა და სხვა რესპირატორული დაავდებები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები)
- ხანდაზმული ადამიანები, ბავშვები და ორსული ქალები
- მწეველები
- მეხანძრეები, მაშველები
მაღალი ტემპერატურით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში იმოქმედეთ ჯანმრთელობის დაცვის ადგილობრივი ორგანოების მიერ მოწოდებული რეკომენდაციების გათვალისწინებით:
- ჰაერის მაღალი ხარისხით დაბინძურების ეპიზოდების დროს დარჩით შენობაში, განსაკუთრებით ბავშვები და ხანშიშესულები;
- ეცადეთ ბინაში შეინარჩუნოთ შედარებით დაბალი ტემპერატურა, არ გააღოთ ფანჯრები;
- კონდენციონერი იცავს ინდივიდს სიცხისა და დაბინძურებული ჰაერისაგან, მაგრამ გასათვალისწინებელია შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხები:
- თუ კონდიციონერს აქვს, როგორც „გარე“, ისე „რეცირკულაციის“ მოწყობილობა, ხანძრის შემთხვევაში ჩართეთ მხოლოდ რეცირკულაციის რეჟიმი;
- შესაძლებლობისამებრ შეუცვალეთ კონდენციონერს ფილტრი და დაუყენეთ მაღალი ეფექტურობის ფილტრი;
- ხანძრის შემთხვევაში გამორთეთ კონდიციონერის სუფთა ჰაერის სავენტილაციო სისტემა;
- სახელმწიფო და კომერციულ დაწესებულებებში არსებული სავენტილაციო სისტემები მექანიკურია და განსხვავებულ მიდგომასა და განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.
- უზრუნველყავით ჰაერის დამაბინძურებელი ყველა სხვა წყაროს ლიკვიდაცია; კერძოდ, სიგარეტის გამონაბოლქვი, პროპანის გაზის ან შეშის ღუმელის გამოყენება, აეროზოლების მიმოფრქვევა, საკვების შეწვა
- განსაკუთრებით მოწყვლადმა (რესპირატორული და კარდიოვასკულარული პრობლემების მქონე პაციენტები) პირებმა უნდა გამოიყენონ რესპირატორი
- გარეთ გასვლისას ხანძრით დაბინძურებული ჰაერისგან თავის დასაცავად გამოიყენეთ ნიღაბი. გაითვალისწინეთ, რომ ნიღაბი უნდა ფილტრავდეს ძალიან მცირე ნაწილაკებ და ჰერმეტულად იცავდეს ცხვირისა და პირის ღრუს.
- ქრონიკული რესპირატორული და კარდიოვასკულარული პრობლემების მქონე პირები დაბინძურებული ჰაერის მიმართ მეტად მგრძნობიარენი არიან და ესაჭიროებათ დაცვის სხვა მექანზმებიც და სამედიცინო მომსახურეობისადმი ხელმისაწვდომობის მაღალი დონე, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია
- ეცადეთ გადახვიდეთ კარგი ვენტილაციის მქონე გაგრილებულ ადგილას.