title
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპისრეგიონული ოფისის მიერ გამოიცა ახალი წიგნი „უკეთესი ჯანმრთელობა ევროპაში: მეტადსამართლიანი და უფრო მდგრადი - არსებული გარდაქმნები“ (Better Health for Europe: more equitable and sustainable – transformational reflections), რომელიც ეძღვნება ქალბატონი ჟუჟანა ჯაკაბის, ჯანმოს ევროპის რეგიონის დირექტორად მოღვაწეობის პერიოდის მიმოხილვას.
წიგნი მოიცავს 2010-2019 წლების პერიოდს და მოგვითხრობს, თუ როგორ შეძლეს ევროპის რეგიონის ჯანმრთელობის სფეროში მოღვაწე ადამიანებმა განვლილი ათი წლის მანძილზეჯანმო-ს ლიდერობით მიზნების იდეებიდან რეალობად ქცევა. ამ გარდაქმნების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, ქალბატონი ჟუჟანა, წიგნის ფურცლებიდან გვესაუბრება და აღწერს რეგიონში მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით შემუშავებულ ხედვებს, დასახულ პრიორიტეტებს, სტრატეგიულ მიმართულებებს და გადაწყვეტილებებს. ჯანმო-ს ევროპის რეგიონისგუნდის სახელით ფართო საზოგადოებისთვის წარმოდგენილია განვლილი წლების მანძილზე მიღებული შედეგები. ინოვაციურია ნაშრომის ფაბულა - წიგნის ფურცლებიდან მკითხველს ესაუბრებიან 2010-2019 წლების პერიოდისგავლენიანი პოლიტიკური ლიდერები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები დაჯანდაცვის სპეციალისტები ევროპიდან და მის საზღვრების მიღმა, რომლებიც წარმოადგენენ თავიანთ მოსაზრებებს, ექსპერტულ ანალიზს და ჰარმონიულად აღწერენ თავიანთ ხედვებს წიგნის ლაიტმოტივად დადებულ მოვლენებზე. ნამუშევარში ასევე შესულია ქართველი ჯანდაცვის სპეციალისტების შეხედულებები, მოსაზრებები და რეკომენდაციები, რომლებიც შეეხება ამ წლების მანძილზე განხორციელებულ სხვადასხვა აქტივობებს. წიგნში ასევე საინტერესოდ არის წარმოდგენლი დარგის სპეციალისტებისა და მომიჯნავე სფეროების წამყვანი პირების მიერ დასახულ სტრატეგიულ მიმართულებებსა და სამოქმედო გეგმებთან ევროპის რეგიონულიოფისის მუშაობის შესაბამისობა და სარგებლიანობა. ამ „მოწმეებთან“ ინტერვიუების და გამოსვლების ამონაწერები, განმტკიცებული დოკუმენტური მასალით, თხრობის გასამდიდრებლად წარმოდგენილია წიგნში.
წიგნი სამ ნაწილად არის დაყოფილი. ნაწილი I - შვიდი სტრატეგიული სამოქმედო პრიორიტეტი, მოიცავს იმ სისტემურ პროცესს, რომელსაც ევროპის რეგიონული ოფისი ახორციელებდა განვითარების მიმართულების შემუშავების, მტკიცებულებათა ბაზის, ურთიერთობების, პოლიტიკის და პარტნიორობისგანვითარებისათვის, გარდაქმნისა და უკეთესი მომავლისთვის. ნაწილი II - მიღწევები, აღწერილია „ჯანმრთელობა 2020“ (Health 2020) ევროპული პოლიტიკის ჩარჩოს ორ მიზანსა და ოთხ პრიორიტეტულ მოქმედებასთან მიმართებაში რეგიონული ოფისის მუშაობა, მიღებული შედეგები და გავლენა. ნაწილი III - დასკვნები და გზავნილები, აჯამებს არსებულ გარდაქმნებს და გამოყოფს იმ გამოწვევებს, რომლებიც 2020 წლის შემდეგ შესაძლოა განვითარდეს.
„უკეთესი ჯანმრთელობა ევროპაში: მეტად სამართლიანი და უფრო მდგრადი - არსებული გარდაქმნები“ მნიშვნელოვან შენატანს წარმოადგენს ევროპის რეგიონის ჯანდაცვის სფეროს ბოლო დეკადის დოკუმენტური მიმოხილვისა და ისტორიული მეხსიერების შექმნაში. მისი ერთ-ერთი ღირებულება, სხვაბევრთან ერთად, წიგნში გამოყენებული ლიტერატურული წყაროებია, რომელიც შემდგომშიც ამ მიმართულებით მომუშავე ჯანდაცვის სპეციალისტებს მრავალჯერ გამოადგება.
Better Health for Europe: more equitable and sustainable – transformational