title
2017 წლის 14 სექტემბერს, ქ. ბუდაპეშტში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 67-ე სესიის დასკვნით დღეს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის მუდმივმოქმედი კომიტეტის (SCRC) 25-ე მოწვევის პირველი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განიხილებოდა მუდმივმოქმედი კომიტეტის ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხი.
მუდმივმოქმედი კომიტეტი ევროპის რეგიონული კომიტეტის სათათბირო ორგანოა და მასში აირჩევიან ევროპის 12 ქვეყნის შესაბამისი გამოცდილების მქონე წარმომადგნლები 3 წლის ვადით.
ნიშანდობლივია, რომ წელს პირველად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ისტორიაში, ევროპის რეგიონული კომიტეტის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა საქართველო.