Logo

ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი

title

2020 წლის 30 აპრილს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრსა და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმადაც გაეროს ბავშვთა ფონდი გააგრძელებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხარდაჭერას COVID-19 პანდემიასთან ბრძოლის პროცესში. ეს დოკუმენტი გაგრძელებაა ამ ორ ორგანიზაციას შორის დამყარებული გრძელვადიანი ახლო და პროდუქტიული პარტნიორობისა.

ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) და ესტონეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით კი გაეროს ბავშვთა ფონდმა  ცენტრს გადასცა სწრაფი დეტექციის აპარატები, რომლებიც გამოყენებული იქნება ტყვიის წყაროების შესასწავლად.