Logo

საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის წლიური ანგარიში CDC-ის ოფოციალურ გვერდზე გამოქვეყნდა

title
საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის წლიური ანგარიში  2020-2021 “ - ამ სახელწოდების დოკუმენტი ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. აღნიშნულ ანგარიშში ხაზგასმულია პროგრამის განხორციელების პერიოდში მიღწეული წარმატებები.

 

2015 წლიდან დღემდე C ჰეპატიტის სკრინინგი ჩაუტარდა 2.3 მილიონზე მეტ ზრდასრულ ადამიანს. მათგან, >96 000 ქრონიკული ინფექცია დაუდასტურდა, ხოლო 78 000-მა იმკურნალა. განკურნების მაჩვენებელმა 98,8% შეადგინა.

 

ქვეყანაში მიმდინარე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შეფასების, ასევე B და C ჰეპატიტების გავრცელებისა და რისკ-ფაქტორების შესწავლის მიზნით, CDC-ის მხარდაჭერით, 2021 წელს საქართველოში ჩატარდა SARS-CoV-2-ისა და ვირუსული B და C ჰეპატიტების სეროპრევალენტობისა და რისკის ფაქტორების პოპულაციური კვლევა. კვლევის მონაცემებით, მოზრდილ მოსახლეობაში C ჰეპატიტის აქტიური შემთხვევების გავრცელება 1.8%-ს შეადგენს, ხოლო ბავშვებში შემთხვევები არ დაფიქსირებულა. 6 წლის მანძილზე ქრონიკული C ჰეპატიტის გავრცელება 67%-ით შემცირდა (5.4% -2015 წელს და 1.8%-2021 წელს). კვლევამ შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა B ჰეპატიტის მხრივაც - ბავშვებში B ჰეპატიტის გავრცელება მნიშვნელოვნად დაბალია მოზრდილებთან შედარებით, რაც ვაქცინაციის პროგრამის წარმატებულ მიმდინარეობაზე მიუთითებს.

 
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიმდინარე ანგარიშის გაცნობა შემდეგ მისამრთზეა შესაძლებელი  https://www.cdc.gov/hepatitis/global/GeorgiaHepCProg.htm