Logo

ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ოფისის ჯანდაცვის სისტემებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განყოფილების ტექნიკურ მრჩეველის იჰორ პერეჰინეტსის ვიზიტი ცენტრში

title 2018 წლის19 ოქტომბერს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის ჯანდაცვის სისტემებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განყოფილების ტექნიკურ მრჩეველთან თან. ბატონმა ამირან გამყრელიძემ დეტალურად გააცნო სტუმარს ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მოწყობა და ინფექციური დაავადებების მართვაში ჩართული ინსტიტუციების როლი. სტუმარი განსაკუთრებით დაინტერესდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის მოვალეობებით ინფექციური დაავადებების და მათ შორის, ტუბერკულოზის მართვის პროცესში, ასევე შეტყობინებისა და რეგისტრაციის სისტემის სპეციფიკით.
შეხვედრის ბოლოს ბატონმა პერეჰინეტსმა ცენტრის თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერა რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორია.