Logo

საგანგებო მდგომარეობის დროს რისკის კომუნიკაციის (ERC) სამუშაო შეხვედრა

title

მიმდინარე წლის 5-8 ნოემბერს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა  საგანგებო სიტუაციების დროს რისკის კომუნიკაციის (ERC) სამუშაო შეხვედრა, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა არსებული შესაძლებლობების გადახედვა, სუსტი მხარეების წარმოჩენა და რისკის კომუნიკაციის ეფექტურად განხორციელებისთვის კომუნიკაციის გეგმის შემუშავება, რომელიც სინქრონიზებული იქნება არსებულ რეაგირების გეგმებთან, სტრუქტურასთან და წარმოადგენს რეაგირების მნიშვნელოვან ასპექტს.
საგანგებო სიტუაციების დროს რისკის კომუნიკაციის სემინარი განკუთვნილია შესაძლებლობების გაზრდის ხუთსაფეხურიანი პაკეტის პირველი სამი ეტაპის დასასრულებლად. 
 ტრენინგი/სწავლება 
შესაძლებლობების განსაზღვრა
გეგმის შემუშავება
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სამინისტროებისა და სააგენტოს წარმომადგენლებმა, კერძოდ: საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, გარემოს ეროვნული სააგენტო, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი, სსიპ შემოსავლების სამსახური, “112”, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო, სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზ. ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, წითელი ჯვარი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური; ქ. თბილისის მერიის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობის და კონტროლის მუნიციპალური ცენტრი, ავერსის კლინიკა, ამტელ ჰოსპიტალი, აკ. ნ. ყიფშიძის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა, მ. იაშვილის სახ. ბავშვთა საავადმყოფო, მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა