Logo

დღენაკლთა მსოფლიო დღე 2018

title

დღენაკლთ  მსოფლიო დღის სიმბოლოა ე.წ. წინდების რიგი (socksline) და იასამნისფერი განათება.

მსოფლიოში ყოველი 10 ბავშვიდან 1 ნაადრევად იბადება

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით დღენაკლია ახალშობილი, რომელიც ნაადრევად, ორსულობის 37 კვირის ვადამდე იბადება.

დღენაკლობა ახალშობილთა სიკვდილიანობის მთავარ მიზეზს წარმოადგენს. მსოფლიოში ყოველწლიურად 14.9 მილიონი ბავშვი იბადება დღენაკლი, რაც ცოცოხალშობილი ბავშვების მთლიანი რაოდენობის 11%-ს შეადგენს. მთელ მსოფლიოში დღენაკლ ბავშვთა სკვდილიანობა 5 წლამდე ასაკში ხდება.

2008 წლის 17 ნოემბერს ევროპის 18 ქვეყნის წარმომადგენლებმა განიხილეს ევროპის ახალშობილებზე ზრუნვის ფონდის (EFCNI) სამოქმედო გეგმა, შემუშავდა 10 პუნქტიანი ”რომის დეკლარაცია”, რომელიც დამტკიცდა ევროპის პარლამენტის მიერ. მას შემდეგ მთელს მსოფლიოში 17 ნოემბერი გამოცხადებულია დღენაკლთა მსოფლი  დღედ.


2018 წელი აღსანიშნავია იმით, რომ წელს აღინიშნება დღენაკლთა 10 წლის იუბილე. წლევანდელი წლის დევიზია:

შეთანხმებული მუშაობა : მცირეწონიან და დააავადებულ ბავშვებზე ზრუნვა ოჯახებთან თანამშრომლობით

(Working together: Partnering with families in the care of small and sick newborns)

 

200-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს აქტივობებში, მათშორის 60-ზე მეტი ქვეყანა გეგმავს სპეციალურ ღონისძიებებს, რათა გაზარდონ მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე დღენაკლი ბავშვების, ახალშობილებისა და დედათა ჯანმრთელობის შესახებ; აღნიშნული საკითხებზე ინფორმაცია მსოფლიოს მასშტაბით 1.6 მილიარდმა ადამიანმა მიიღო. საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებები მიზნად ისახავენ ნაადრევი მშობიარობების რიცხვის შემცირებასა და დღენაკლ ბავშვთა მოვლის გაუმჯობესებას საზოგადოების განათლების გზით. ოჯახები, რომლებმაც უკვე გამოსცადეს დღენაკლი ახალშობილის დაბადება, შეძლებენ საზოგადოებას გაუზიარონ საკუთარი ისტორიები და გამოცდილება, თანამედროვე საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საშუალებით, მაგალითად facebook-ის დღენაკლთა მსოფლიო დღის ოფიციალურ გვერდი, რომელსაც მილიონამდე მომხმარებელი სტუმრობს.

აღსანიშნავია, რომ დღენაკლთა  მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ აქტივობებს მხარს უჭერენ და უერთდებიან ისეთი ორგანიზაცეიები როგორებიც არიან: სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურები, მედია, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები, მშობელთა კავშირები, კომპანიები და კერძო პირები.

ახალშობილთა მოვლის ძირითადი მეთოდები

ახალშობილთა მოვლის თანამედროვე მეთოდების გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა საქმე დღენაკლ ახალშობილებს ეხება. დღენაკლ ახალშობილთა მოვლის ერთ-ერთი იაფი, თუმცა მეტად ეფექტური საშუალებაა კენგურუს მეთოდი, რომელიც პირველად 1967 წელს დაინერგა. ამ მეთოდის გამოყენებით ხდება მცირე წონიანი ახალშობილის დედასთან კანით-კანზე კონტაქტი, რაც ხელს უწყობს ძუძუთი კვების ინიცირებას და სითბური ჯაჭვის წარმოქმნას. დღენაკლი ახალშობილის სხეულის ტემპერატურის შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მათი პატარა სხეული სწრაფად კარგავს სითბოს, რაც ზრდის დაავადებების, ინფექციებისა და სიკვდილის რისკს. ექსპერტთა მოსაზრებით ამ მეთოდის ფართო დანერგვამ ყოველწლიურად შეიძლება 450 000 სიცოცხლე  გადაარჩინოს.

ნაადრევი მშობიარობის პრევენცია - თანამედროვეობის გამოწვევა

დღენაკლობით გამოწვეული დაავადების ტვირთის შესამცირებლად აუცილებელია ვიპოვოთ ორსულობის გახანგრძლივების გზები, სასურველია 19 კვირამდე მაინც. აღსანიშნავია ის რისკ–ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ  ნაადრევ მშობიარობაზე, მაგალითად: ანამნეზში ნაადრევი მშობიარობა, დედის მცირე წონა, სიმსუქნე, დიაბეტი, მოწევა, მაღალი არტერიული წნევა, ქალის ასაკი (17 წელზე ნაკლები ან 40 წელზე მეტი), გენეტიკური ფაქტორები, ორსულობა რამდენიმე ნაყოფით და ორსულობებს შორის არასაკმარისი ინტერვალი. რისკ-ფაქტორების გამოვლენისა და შესაბამისი პრევენციული ზომების გასატარებლად მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ანტენატალური მოვლის ხარისხის გაუმჯობესებას და მის ფარგლებში მიწოდებული სერვისების გაფართოვებას.

 

  1. http://www.efcni.org/

  2. http://www.who.int/life-course/news/events/world-prematurity-day/en/