Logo

განათლების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ნორვეგიული ცენტრის (DIKU) მიერ დაფინანსებული პროექტის, ,,ქართულ-ნორვეგიული თანამშრომლობა საზოგადოებრივ ჯანმრთელობაში GeNoC-PH“ ფარგლებში გამართული კონფერენცია

title ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განათლების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ნორვეგიული ცენტრის (DIKU) მიერ დაფინანსებული პროექტის, ,,ქართულ-ნორვეგიული თანამშრომლობა საზოგადოებრივ ჯანმრთელობაში GeNoC-PH“ ფარგლებში კონფერენცია მიმდინარეობს .
ღონისძიებას ესწრებიან ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და  სოციალური დაცვის სამინისტროს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები, საქართველოში ნორვეგიის ელჩი. ასევე, გაეროს ბავშვთა ფონდის, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, საქართველოს უნივერსიტეტის, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სხვა დაინტერესებული ორგანიზაციების წარმომადგენლები.
კონფერენციაზე პროექტის მონაწილე მხარეებმა, სხვა მომხსენებლებთან ერთად, წარმოადგინეს საქართველო-ნორვეგიის თანამშრომლობის მნიშვნელოვან შედეგები, მიმდინარე გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები.
ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ სტუმრები რ. ლუგარის სახელობის კვლევითი ცენტრის მუშაობასაც გაეცნენ.
კონფერენცია ორ დღიანია და ის 22 ოქტომბერს დასრულდება.
.