title
რეკომენდაციები მოსწავლეებისთვის:
• დაიცავით სასწავლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესები;
• ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და გამდინარე წყლით, ან დაიმუშავეთ სადენზიფექციო ხსნარით;
• პირბადე მოირგეთ სახეზე ისე, რომ იგი სრულყოფილად ფარავდეს ცხვირს, პირს და ნიკაპს;
• დახველებისა და დაცემინების დროს აიფარეთ პირსა და ცხვირზე ერთჯერადი ხელსახოცი ან მოხრილი იდაყვი;
• მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებას;
• არ გამოიყენოთ სხვისი ნივთები;
• ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს;
რეკომენდაციები მშობლებისთვის/კანონიერი წარმომადგენლისთვის
• ცხელების/რესპირატორული სიმპტომების შემთხვევაში არ გაუშვათ მოსწავლე სკოლაში და დაუკავშირდით 112-ს. ინფორმაცია შეატყობინეთ კლასის დამრიგებელს;
• მოსწავლე უზრუნველყავით პირბადით;
• 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვთა აცრა კოვიდის წინააღმდეგ უსაფრთხო და ეფექტურია.
რეკომენდაციები მასწავლებლებსა და ადმინისტრაციას
• აიცერით დროულად და თუ თქვენი მე-2 დოზის მიღებიდან გასულია 3 თვე - გესაჭიროებათ ბუსტერ ვაქცინაცია, რომელიც შეგიძლიათ ჩაიტაროთ ნებისმიერი თქვენთვის სასურველი ვაქცინით!
• სახელმწიფო გაძლევთ შესაძლებლობას დადგენილი პერიოდულობით (2 კვირაში 1-ჯერ) ჩაიტაროთ კოვიდ-ტესტირება;
• ატარეთ ნიღაბი როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში.
ვაქცინაცია გვიცავს, ის ამცირებს დაავადების მძიმედ განვითარების რისკს! აიცერი, გაიკეთე ბუსტერი და დაიცავი საკუთარი და გარშემომყოფთა სიცოცხლე.
ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის