Logo

ბრიტანული სამედიცინო ჟურნალის (BMJ) ეროვნული სამუშაო ჯგუფის გაფართოებული შეხვედრა 08.12.2016

title


2016 წლის 8 დეკემბერს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ხელშეწყობით საქართველოს კლინიცისტებისთვის ბრიტანული სამედიცინო ჟურნალის (BMJ) 3 წლიანი უფასო საგანმანათლებლო ელექტრონული პლატფორმის დანერგვასთან დაკავშირებით ეროვნული სამუშაო ჯგუფის გაფართოვებული შეხვედრა.

ჯგუფის წევრების გარდა შეხვედრას დაესწრნენ აშშ საფრთხეების შემცირების სააგენტოს, BMJ საქართველოს პროექტის, უნივერსიტეტების, წამყვანი კლინიკური ქსელების, ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლები. 

დღის წესრიგის მთავარ თემებს წარმოადგენდა პროექტის მიმდინარეობის ზოგადი მიმოხილვა: განხორციელებული აქტივობები და არსებული გამოწვევები, BMJ სასწავლო მოდულების აკრედიტაციისთვის არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს განხილვა უწყვეტი სამედიცინო განათლების / პროფესიული გადამზადების სისტემის ფარგლებში. შეხვედრის შედეგად დაისახა სამომავლო კონკრეტული ქმედებები და ამ პროცესში ჩართულ ორგანიზაციათა შორის მჭიდრო თანამშრომლობა.