Logo

ბიოუსაფრთხოების კურსების აკრეტიტაციის შესახებ

title

მიმდინარე წლის 16 მაისიდან 20 მაისის ჩათვლით ჩატარდა პროფესიული გადამზადების სასწავლო კურსები ბიოუსაფრთხოების სპეციალისტებისა და ლაბორატორიის მენეჯერებისათვის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლუგარის ლაბორატორიის ბაზაზე.

პროფესიული გადამზადების კურსებში მონაწილეობა მიიღეს აქრიმედეს კლინიკის, მეგალაბის, აგრარულის უნივერსიტეტის ლაბორატორიის  წარმომადგენლებმა.

 

გთავაზობთ  პროფესიული გადამზადების სასწავლო კურსებს - „ბიოუსაფრთხოების ზოგადი პრინციპები“ სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბაზაზე. კურსებმა გაიარა რეაკრედიტაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.

სასწავლო კურსები შემუშავებულია იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის: 1.სამედიცინო/ბიოლოგიური/ვეტერინარული ლაბორატორიებისა და დაწესებულებების  თანამშრომლებისთვის; 2.ბიოლოგიურ მასალასთან შეხებაში მყოფ პირთათვის (ექიმი, ექთანი, ეპიდემიოლოგი საზ. ჯანდაცვის მუშაკი, ვეტერინარი და ა.შ.); 3.სამედიცინო დაწესებულების, სამედიცინო და ვეტერინარული ლაბორატორიის, სამეცნიერო/ბიოლოგიური პროფილის  მენეჯერული რგოლის თანამშრომლთათვის.

სასწავლო კურსები მოიცავს ბიოუსაფრთხოების იმ ძირითად პრინციპებს, რომელიც ლაბორატორიის/დაწესებულების შიგნით პათოგენური აგენტების გავრცელების რისკების მართვისკენ არის მიმართული, მათ შორის, ბიორისკების მართვა, საკვლევ მასალაზე მუშაობის სტანდარტული სამოქმედო პროცედურები,   სისხლით და ჰაერ-წვეთოვანი გზით გადაცემად პათოგენებთან მუშაობა, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ხმარების წესი, ლაბორატორიაში წარმოქმნილი ბიოლოგიური ნარჩენების განკარგვა, დეზინფექცია, სტერილიზაცია, დეკონტამინაცია და სხვა.

სწავლება იწარმოებს 3 სამი ავტონომიური პროგრამით:

1.    ბიოუსაფრთხოება და ბიოლოგიური დაცვა  ბიოუსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირებისთვის  (5 დღე)

2.    ბიოუსაფრთხოების და ბიოლოგიური დაცვის ზოგადი კურსი ექიმებისათვის (5 დღე)

3.    ბიოუსაფრთხოება და ბიოლოგიური დაცვა ბიო-სამედიცინო  (ვეტერინარული) დაწესებულებების მენეჯერებისათვის (3 დღე)

პროგრამების ღირებულება შეადგენს 450 ლარს ერთი მსმენელზე.

 

სასწავლო კურსები ამოქმედდა 2022 წლის 1 თებერვლიდან.

მსურველებმა, რეგისტრაციისთვის, მიმართეთ თსსუ-ის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტს შემდეგ საკონტაქტო მისამართებზე: m.dolidze@tsmu.edu ტელ: 577743663, 25542550.

კურსის შინაარსსა და თემებზე დამატებითი ინფრომაციის მისაღებად, დაინტერესებულმა პირებმა მიმართეთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრს შემდეგ საკონტაქტო მისამართებზე:

ელ. ფოსტაზე: ncdc@ncdc.ge; k.zaridze@ncdc.ge; ტელ: 577131416