Logo

მემორანდუმი ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრვი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა და დ.ს.ს. ,,ეგის ფარმაცეუტიკალსის” წარმომადგენლობას შორის.

title

2019 წლის 26 დეკემბერს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრვი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა და დ.ს.ს. ,,ეგის ფარმაცეუტიკალსის”  წარმომადგენლობას შორის. 

მემორანდუმის ძირითად მიზანს წარმოადგენს მხარეებს შორის ორხმრივი მჭიდრო თანამშრომლობის განვითარება მოსახლეობაში ჰიპერურიკემიის პრევალენტობის განსაზღვრისათვის  და ჰიპერურიკემიასთან კორელაციაში მყოფი ფაქტორების (თამბაქო, ალკოჰოლი, ჭარბი წონა) იდენტიფიკაციისათვის. მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეების მიერ, ამ მემორანდუმით გათვალისწინებულ პროცესებში კომპანიის და ცენტრის თანამშრომელთა აქტიურ  ჩართვას, დადგენილი წესით, ერთობლივად დაგეგმილი სამუშაოების შესრულებას.

ჰიპერურიკემია, სისხლში შარდმაჟავას მომატებული შემცველობა, პოდაგრასთან მჭიდროდ დაკავშირებული მდგომარეობაა. ჰიპერურიკემია ასევე განიხილება როგორც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, მეტაბოლური სინდრომის, დიაბეტის, ინსულტის და უეცარი სკვდილის დამოუკიდებელი რისკის ფაქტორი. 

შარდმაჟავას მომატებული შემცველობა სისხლში ჩვეულებრივ მაღალია მამაკაცებში ქალებთან შედარებით, ამასთან, შარდმჟავას შემცველობა სისხლში იზრდება ასაკის მატებასთან ერთად. ჰიპერურიკემიის პრევალენტობა და ინციდენტობა მსოფლიო პოპულაციაში მნიშვნელოვნად გაიზარდა უკანასკნელი 40 წლის მანძილზე.

შარდმაჟავას დონე ასევე მნიშვნელონად ასოცირებულია ასაკთან, სხეულის მასის ინდექსთან, სისხლის წნევასთან, ალკოჰოლის მოხმარებასა და ანტიჰიპერტენზიულ თერაპიასთან. მსოფლიოში სიმსუქნისა და მეტაბოლური სინდრომის მზარდი ინციდენტობისა და ჰიპერურიკემიასა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გართულებებს შორის  პოტენციური კავშირის არსებობის გათვალისწინებით, მეტი ყურადღება უნდა იყოს მიქცეული ჰიპერურიკემიის პრევალენტობის შეფასებასა და მის პრევენციაზე.