title
2022 წლის 15 ივნისს, 10:00 საათზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში „აშშ-ის როლი საქართველოში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის განვითარებასა და გაძლიერებაში 30 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების ფარგლებში“ მედიას მიეცემა საშუალება დაათვალიეროს ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი.
11:00 საათზე ადმინისტრაციული კორპუსის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება მედიასთან შეხვედრა მრგვალ მაგიდასთან. შეხვედრაზე მედიის კითხვებს უპასუხებენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ბ-ნი ამირან გამყრელიძე და აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრეცენციის ცენტრების (CDC) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების რეგიონული წარმომადგენლობის დირექტორი - ბ-ნი ჩარლზ ვაიტეკი.
ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრში შესვლა შეეძლებათ მხოლოდ ჟურნალისტებს კამერის გარეშე, ხოლო მრგვალ მაგიდასთან ოპერატორების თანდასწრებით.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.
საკონტაქტო პირი: ნინო მამუკაშვილი 595 95 61 03
ninomamukashvili@gmail.com
მისამართი: ქ.თბილისი, კახეთის გზატკეცილი #99