Logo

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი 25 წლისაა

title

წინამდებარე ბროშურით გვსურს, წარმოგიდგინოთ საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ერთ- ერთი წამყვანი დაწესებულების, ლევან საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგა- დოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (დკსჯეც) როლი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის განვითარებისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესების საქმეში. 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, ქვეყანა მრავალმხრივი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა, რასაც შედე- გად ეკონომიკური და საფინანსო სისტემების სრული მოშლა, სამეურნეო კავშირების რღვევა და წარმოების პარალი- ზება მოჰყვა. სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის პრობლემები უარყოფით ზემოქმედებას ახდენდა მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. სამედიცინო სფეროში შექმნილი კრიზისიდან გამოსვლისათვის აუცილებელი გახდა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის დარგში ნაკისრი სახელმწიფო ვალდებულებების შესრულება და დაბალანსება არ- სებულ შესაძლებლობებთან. 1994-1995 წლებში ჯანმრთელობის დარგში დაიწყო რეფორმირების რთული, მტკივნეული და მრავალეტაპიანი პროცესი, რომელიც ჯანდაცვის ორგანიზაციისა და მართვის ახალი მოდელის დანერგვას ისახავდა მიზნად.



დარგის განვითარების სამართლებრივი საფუძველი საქართველოს კონსტიტუციით (1995 წ.) შეიქმნა, რომლის 37-ე მუხლით განისაზ- ღვრა ყველა ადამიანის უფლება, ისარგებლოს ჯანმრთელობის დაზღვევითა და კანონით დადგენილი უფასო სამედიცინო დახმარებით და იცხოვროს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში, ხოლო სახელმწიფოს დაეკისრა ვალდებულება, აკონტროლოს ჯანდაცვის ყველა დაწესებულება და სამკურნალო საშუალებათა წარმოება/გაყიდვა. კონსტიტუციის ფუნდამენტური პრინციპებიდან გამომდინარე, შემუშავდა რიგი მნიშვნელოვანი სამართლებრივი აქტი, მათგან პრევენციული მედიცინისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებული როლი აქვთ კანონებს „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ (1997) და „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ (2007), რომლებითაც განი- საზღვრა ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და პრევენციული ღონისძიებების განხორციელების საბაზისო, უმნიშვნელოვანესი საკითხები. დღევანდელი სახით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს 25 წლის ისტორია აქვს, თუმცა ის სათავეს ჯერ კიდევ საქართველოში შავი ჭირის საწინააღმდეგო სადგურის დაარსების დღიდან (1937 წელი) იღებს. 1992 წელს შავი ჭირის საწინააღმდეგო სადგური განსაკუთრებით საშიში დაავადებების სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრად გარდაიქმნა, 1996 წელს გა- ტარებული სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური სისტემის რეფორმის შედეგად კი დაარსდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადო- ებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დკსჯეცმა განსაკუთრებული როლი შეიძინა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში წამყვან ორგანიზაციად ჩამოყალიბდა. ცენტრის ძირითადი მანდატი დაავადებათა ადრეული გამოვლენა და პრევენციაა. ამგვარად, ჯანდაცვის სისტემის განვითარე- ბის ყველა ეტაპზე იგი, როგორც ლიდერი ინსტიტუცია ეროვნულ დონეზე, სათავეში ედგა და მნიშვნელოვანი წვლილი შეჰ ქონდა გადამდები და არაგადამდები დაავადებების პრევენციისა და კონტროლის საქმეში.



2003-2007 წლებში ჩატარდა ცენტრის ფართომასშტაბიანი რეორგანიზაცია, რომელიც დასრულდა სამედიცინო სტატისტი- კისა და ინფორმაციის ცენტრისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის ფუნქციების შემოერთებით. 2013 წელს დკსჯეც-ში სრულად ინტეგრირდა რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი. 2018 წელს დასრულდა ცენტრის ახალ ადმინისტრაციულ შენობაში გადასვლა, რაც ინსტიტუციური გაძლიერების კუთხით მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. ამით საფუძველი ჩაეყარა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ძლიერ, პრაქტიკულ და სამეცნიერო კამპუსის ჩამოყალიბებას, სადაც უფრო ეფექტური ფუნქციონირების მიზნით ერთიან სივრცეში მოექცა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ყველა წამყვანი სამსახური, ლუგარის ცენტრი ულტრათანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი ლაბორატორიებით, მძლავრი სასაწყობე მეურნეობა, რომელშიც სათანადო („ცივი ჯაჭვის“) პირობების დაცვით ინახება იმუნიზაციის კალენდრით განსაზღვრული და სტრატეგიული მნიშვნე- ლობის ვაქცინები, შრატები, ტესტ-სისტემები და სხვა მნიშვნელოვანი საშუალებები, რაც სერიოზული შენაძენია საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის.



ცენტრის მისიის სათანადო დონეზე განხორციელების საწინდარს მაღალკვალიფიციური ადამიანური რესურსი წარმოადგენს, რაც საშუალებას იძლევა, რომ მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციის საფუძველზე, სწორად და მართებულად განხორციელდეს გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა პრევენცია, საზოგა დოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეებსა და გადაუდებელ მდგომარეობებზე მოხდეს დროული რეაგირება, მიმდინარეობდეს მუდმივი მონიტორინგი, შემცირდეს გარემო და სხვა ქცევითი რისკ-ფაქტორებით გამოწვეული ზიანი, შეიქმნას ახალი გენერაციის საინფორმაციო სისტემა, გამოყენებულ იქნას მონაცემთა დამუშავების თანამედროვე მეთოდები, განხორციელდეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურების მართვა მთელი ქვეყნის მასშტაბით. 2019 წლის დეკემბერში აღმოცენებულმა ახალმა კორონავირუსმა (SARS-CoV-2) და მისი გავრცელებით გამოწვეულმა პანდემიამ უკანასკნელი ორი წლის მანძილზე დედამიწის მოსახლეობა კოლოსალური მასშტაბის გამოწვევისა და საფრთხის წინაშე დააყენა. COVID-19-ით განპირობებულმა სოციალურ-ეკონომიკურმა კრიზისმა უდიდესი ეკონომიკური დანახარჯი გამოიწვია, რასაც ემატება ადამიანური დანაკარგები. მსოფლიო დღესდღეობით კვლავ განიცდის ვირუსის გავრცელებით გამოწვეულ დამანგრეველ სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ეფექტს, რაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში თუ გაგრძელდება, სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანს.




საქართველომ ეპიდემიის შეკავებისთვის მზადება ადრეულ ეტაპზევე დაიწყო. ქვეყნის მთავრობასა და წამყვან უწყებებთან ერთად დაავადებათა კონტროლის ცენტრი პანდემიაზე რეაგირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაწილეა. დკსჯეც-ი ქვეყანაში პირველი შემ თხვევის დადასტურებამდე ჩაერთო ეპიდემიის შეკავების საქმეში და ღირსეულად უმკლავდება ასეთ უდიდეს გამოწვევას, რომელიც დაახლოებით საუკუნის განმავლობაში ერთხელ დგება. ცენტრის კოორდინირებით, ქვეყანაში ინტენსიურად მიმდინარეობს ახალ კორონა-ვირუსზე მეთვალყურეობა და ეპიდ-ზედამხედველობა, რეგიონული და მუნიციპალური ს/ჯ ცენტრების კოორდინაცია, უზრუნველყო ფილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ლაბ-დიაგნოსტიკა, სექვენირების ჩათვლით, და ლაბორატორიების ხარისხის უწყვეტიგარე კონტროლი. დკსჯეც-ის მიერ მიმდინარეობს დიგიტალური საინფორმაციო სისტემების ადმინისტრირება, ყოველდღიური და კვარტალურად შეჯერებული COVID სტატისტიკის გამოქვეყნება. ცენტრს მნიშვნელოვანი როლი აკისრია COVID-19-ის საწინააღ- მდეგო ვაქცინაციის პროცესებში. ამასთან, გააქტიურებულია რისკის კომუნიკაცია და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებისათვის საჭირო აქტივობების განხორციელება. დკსჯეც-ის პასუხისმგებლობაში შედის კვლევების წარმოება, მათი ანალიზი და მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრევენციული სახის რეკომენდაციების შემუშავება.



რა თქმა უნდა, ბროშურა სრულად ვერ ასახავს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ყველა მიღწევას და იმ დამსახურებას, რომლებიც მას, როგორც ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთ უმთავრეს, ტრადი- ციულ და თავისი საქმიანობით გამორჩეულ დაწესებულებას, ქვეყნის წინაშე აქვს, თუმცა შემდგენლები შეეცადნენ, მკითხველისთვის ილუსტრირებული ფორმატით მიეწოდებინათ ცენტრის ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი, საკვანძო საკითხები. იმედს ვიტოვებთ, რომ ბროშურა საინტერესო იქნება ფართო საზოგადოების


საიუბილეო ბროშურა