Logo

შეხვედრა ცენტრში 11.03.2021

title


2021 წლის 11 მარტს გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ქვეკომიტეტის VI ქვეჯგუფის „დასაქმება, სოციალური პოლიტიკა და თანაბარი შესაძლებლობები, საზოგადოებრივი ჯანდაცვა“ - მე-6  სხდომა. სხდომას ორგანიზებას უწევდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ევროკომისია. სხდომაზე ერთი სესია დაეთმო საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკითხებს, რომელიც გახსნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ, ჯანდაცვის სისტემების, ჯანდაცვის პოლიტიკისა და COVID-19 პანდემიაზე რეაგირების მიმოხილვით. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ წარმდგენილი იყო ექვსი პრეზენტაცია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრიორიტეტული მიმართულებების საკითხებზე, როგორიცაა: ჯანდაცვის საერთაშორისო წესები (IHR), საქართველოს მონაწილეობა  ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების ინტერვენციული ეპიდემიოლოგიის სწავლების პროგრამაში (MediPIET), ანტიმიკრობული რეზისტენტობა, იმუნიზაცია, უსაფრთხო სისხლის თვინინგის პროექტი, ქრონიკულ დაავადებებთან და მათ გამომწვევ რისკ-ფაქტორებთან ბრძოლა და თამბაქოს კონტროლი და სხვ. პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა დისკუსია. საქართველოს მიერ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის კუთხით გატარებული ღონისძიებები ევროკომისიის მიერ დადებითად იქნა შეფასებული. განსაკუთრებით აღინიშნა ნაყოფიერი თანამშრომლობა ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრთან და განხილულ იქნა ამ თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოში ჩატარებული შეფასების შემდგომი ნაბიჯები.