Logo

7 აპრილი, 2023 წ ჯანმრთელობის მსოფლიო დღე - საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესების 75 წელი

title

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს ყოველწლიურად  7 აპრილს აღნიშნავს. წელს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე იუბილარია, ჯანმო-ს კონსტიტუცია ძალაში შევიდა 1948 წლის 7 აპრილს. სწორედ ამ თარიღს ეძღვნება ჯანმრთელობის მსოფლიო დღის დაარსება.

ჯანმრთელობის მსოფლიო დღის საიუბილეო თარიღი საშუალებას გვაძლევს თვალი გადავავლოთ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კუთხით მიღწეულ წარმატებებს, რომლებმაც, მსოფლიოს მასშტაბით, უდიდესი როლი შეასრულეს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში უკანასკნელი 7 ათწლეულის განმავლობაში და, ამავდროულად, გავაძლიეროთ ქმედებები არსებული გამოწვევების დასაძლევად, „ჯანმრთელობა ყველასათვის“ მიზნის მისაღწევად.

„ჯანმო-ს ისტორია გვიჩვენებს, რაოდენ მნიშვნელოვანია, როდესაც ქვეყნები ერთიანდებიან ერთი მიზნისთვის“, აღნიშნა ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა. „ჩვენ ბევრი გვაქვს საამაყო, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, რათა განხორციელდეს ჩვენი უმთავრესი ხედვა - ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების  უმაღლესი  სტანდარტის მიღწევა  ყველა ადამიანისათვის. კვლავ ვაწყდებით ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის უთანასწორობას, მნიშვნელოვან ხარვეზებს გადაუდებელი დახმარების მიწოდებისას და ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტებისა და კლიმატის ცვლილებების საფრთხეების ზეგავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე. ამ გლობალურ გამოწვევებს მხოლოდ გლობალური თანამშრომლობით შეგვიძლია ვუპასუხოთ“.


საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესების 75 წელი


გზავნილები საზოგადოებისთვის:
   ჯანმრთელობის უფლება ადამიანის ერთერთი ფუნდამენტური უფლებაა. ყველას უნდა ჰქონდეს ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე წვდომა - ყველგან და ყოველთვის.
    მსოფლიოს მოსახლეობის 30 %-ს არა აქვს წვდომა ჯანმრთელობის დაცვის აუცილებელ სერვისებზე.
    თითქმის 2 მილიარდ ადამიანს უწევს ჯანდაცვაზე ისეთი დანახარჯების გაღება, რომელმაც შეიძლება კატასტროფულ სიღარიბემდე მიიყვანოს; ამასთანავე, სერვისებზე არათანაბარი ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით აზარალებს მოწყვლად ჯგუფებს.
    საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა უზრუნველყოფს ფინანსურ დაცვას და აუცილებელ ხარისხიან სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობას, იცავს ადამიანებს გაღარიბებისგან, ხელს უწყობს ოჯახებისა და საზოგადოების კეთილდღეობას, იცავს მოსახლეობას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კრიზისებისგან და გვიბიძგებს მიზნისკენ ჯანმრთელობა ყველასთვის.
    იმისთვის, რომ „ჯანმრთელობა ყველასთვის“ რეალობად იქცეს, აუცილებელი კომპონენტებია: ინდივიდებსა და საზოგადოებას ჰქონდეთ წვდომა  მაღალი ხარისხის ჯანდაცვის სერვისებზე საკუთარი და ოჯახის წევრების კეთილდღეობისათვის; კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი, რომლებიც უზრუნველყოფენ ადამიანზე ორიენტირებულ ხარისხიან სერვისს და ჯანდაცვის პოლიტიკის შემქნელები, რომლებმაც უნდა განახორციელონ ინვესტიცია საყოველთაო ჯანდაცვის სფეროში.
    მტკიცებულებები მოწმობს, რომ პირველადი ჯანდაცვის სერვისებზე ორიენტირებული ჯანმრთელობის დაცვის სისტემები ყველაზე ეფექტური და ეკონომიური გზაა ჯანმრთელობაზე და კეთილდღეობაზე ორიენტირებული სამედიცინო სერვისების დასანერგად.
    COVID-19-მა, ჯანმრთელობის სხვა კრიზისებმა, ომებმა და ჰუმანიტარულმა, ეკონომიკურმა თუ კლიმატურმა კრიზისებმა კიდევ უფრო აქტუალური გახადა ქვეყნების მისწრაფება მიზნისკენ ჯანმრთელობა ყველასთვის. დადგა დრო ლიდერებმა აიღონ ვალდებულებები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამების სრული დაფარვის უზრუნველყოფისთვის, ხოლო საზოგადოებამ აიღოს ვალდებულება მოუწოდოს ლიდერებს განახორციელონ შესაბამი ქმედებები ამ მიზნის მისაღწევად;
    აუცილებელია პროგრესის დაჩქარება მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად. 

გზავნილები წევრი სახელმწიფოებისთვის:
    საზოგადოების კეთილდღეობისათვის მნიშვნელოვანია ინვესტირება ჯანდაცვის  სისტემების გასაძლიერებლად. სახელმწიფო დაფინანსების გაზრდა ჯანდაცვის სერვისებისთვის და ჯიბიდან გადახდის ხარჯების შემცირება იცავს სიცოცხლეს და გვაახლოვებს მდგრადი განვითარების მიზნებთან.
    საჭიროა ძლიერი ჯანდაცვის სისტემა, რათა უზრუნველყოფილ იქნას საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები და, ამავდროულად,  საგანგებო სიტუაციებისათვის მზადყოფნა.
    საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების სრული დაფარვა პოლიტიკური და სოციალური არჩევანია. საჭიროა საზოგადოების მოთხოვნა და ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა.
    ჯანსაღ, მხარდამჭერ გარემოს შეუძლია შეცვალოს ადამიანის ცხოვრება.
    ჯანმო რეკომენდაციას უწევს გადასახადების ზრდას თამბაქოზე, ალკოჰოლზე, შაქარსა და საწვავზე, რაც გაზრდის შემოსავალს სახელმწიფოსათვის.
    2023-2030 წწ მოსალოდნელია, რომ, გლობალურად, ჯანდაცვის მუშაკების რაოდენობა  საჭიროზე 10 მილიონით ნაკლები იქნება, ამიტომ მნიშვნელოვანია ინვესტირება განათლებაში და მეტი სამუშაო ადგილის შექმნის უზრუნველყოფა ჯანდაცვის სექტორში.

სამოქმედო არეალი:
    მოგებაზე ორიეტირებული კონომიკური მოდელიდან სამართლიანობასა და კეთილდღეობაზე ორიენტირებულ მოდელზე გადასვლის უზრუნველყოფა;
    პროცესებში საზოგადოების ინფორმირებული და აქტიური თანამონაწილეობა, სადაც ადამიანები იქნებიან გადაწყვეტილებების  და შედეგების მიღების ცენტრში.
    ჯანდაცვის ინტეგრირებული სისტემების გაძლიერება პირველადი ჯანდაცვის პროგრამების გამოყენებით, რათა უზრუნველყოფილ იქნას თანასწორობაზე, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული აუცილებელი ხარისხიანი სამედიცინო მომსახურეობის მიღება   ფინანსური დაბრკოლების გარეშე და ყველა  ადამიანის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაუმჯობესება ყველა ასაკში.
    არასამთვრობო ორგანიზაციების ჩართულობა მთავრობის მიერ განხორციელებული  საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამების  დაგეგმვის, დანერგვის  და პროგრესის შეფასების პროცესებში.



მნიშვნელოვანი მოვლენები მოკლედ



https://www.who.int/campaigns/75-years-of-improving-public-health/milestones#year-2012


•    1945 წ - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დაარსება
•    1946 წ - ჯანმო-ს კონსტიტუციის დამტკიცება
•    1947 წ - დაავადების მიდევნების მსოფლიოში პირველი სერვისის შექმნა
•    1948 წ - ჯანმო-ს კონსტიტუციის ძალაში შესვლა
•    1950 წ - ანტიბიოტიკების აღმოჩენა
•    1952 წ -  ინაქტივირებული პოლიომიელიტის ვაქცინის შექმნა
•    1961 წ - ცოცხალი დასუსტებული ვაქცინის შექმნა
•    1969 წ - ჯანმრთელობის საერთაშორისო რეგულაციების შექმნა
•    1972 წ - ადამიანის რეპროდუქციული კვლევის, განვითარებისა და კვლევის ტრენინგის სპეციალური პროგრამის შექმნა
•    1974 წ - იმუნიზაციის გაფართოებული პროგრამის დაარსება
•    1975 წ - ტროპიკულ დაავადებებში კვლევისა და ტრენინგის სპეციალური პროგრამა
•    1977 - აუცილებელი მედიკამენტების  პირველი სია
•    1978 წ - "ჯანმრთელობა ყველასათვის" მიზნის დასახვა
•    1978 წ - დიარეის დაავადებების გლობალური პროგრამა
•    1980 წ - ყვავილის ელიმინაცია
•    1981 წ - დედის რძის შემცვლელების მარკეტინგის საერთაშორისო კოდექსი
•    1983 - ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის აღმოჩენა.
•    1987 წ - ლიცენზია მიიღო პირველმა ანტირეტროვირუსულმა მედიკამენტმა (აივ)
•    1988 წ - პოლიომიელიტის ერადიკაციის გლობალური ინიციატივა
•    1994 წ- რეპროდუქციული ჯანმრთელობის ყოვლისმომცველი განმარტება
•    1995 წ - ბავშვთა დაავადებების ინტეგრირებული მართვის (IMCI) სტრატეგია ჯანმო-სა და UNICEF-ის მიერ ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის პრევენციული და სამკურნალო სერვისების უზრუნველსაყოფად
•    1998 წ - გადაუდებელი კონტრაცეფცია
•    1999 წ - ვაქცინებისა და იმუნიზაციის გლობალური ალიანსი
•    1999 წ -არაგადამდები დაავადებების გლობალური სტრატეგია
•    2000 წ - ათასწლეულის განვითარების მიზნები
•    2000 წ - ჯანმო-ს გლობალური გავრცელების გაფრთხილებისა და რეაგირების ქსელის (GOARN) შექმნა ეპიდემიების საერთაშორისო გავრცელების აღმოსაჩენად და საბრძოლველად.
•    2001 - გაეროს დეკლარაცია აივ/შიდსზე ვალდებულების შესახებ
•    2001 წ - შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის შექმნა 
•    2003 წელი - ჯანმომ წარადგინა „3/5 ინიციატივა“, რომლის მიზანი იყო 3 მილიონ აივ-ინფიცირებულ ადამიანს გაეწიოს მკურნალობა 2005 წლისთვის.
•    2003 წ - თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენცის მიღება
•    2004 წ - გაეროს საგზაო უსაფრთხოების თანამშრომლობა
•    2005 წ - ჯანმრთელობის საერთაშორისო რეგულაციების გადახედვა
•    2006 წ - ბავშვთა სიკვდილობის შემცირება - პირველად ისტორიაში, 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილობა 10 მილიონით შემცირდა
•    2006 წ - ბავშვის ზრდის სტანდარტების დანერგვა
•    2008 წ - გულის დაავადება და ინსულტი - მსოფლიოში ნომერი პირველი მკვლელები
•    2009 წ - ახალი H1N1 ვირუსი - მსოფლიო ემზადება გრიპის პანდემიისთვის, რომელიც 1968 წლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა ახალი H1N1 გრიპის ვირუსის სახით. ჯანმო მუშაობდა სხვადასხვა ცენტრთან და ფარმაცევტულ ინდუსტრიებთან, რეკორდულ დროში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის მიზნით
•    2010 წ - შესაძლებლობები ჯანმრთელობის რესურსების გაზრდისთვის
•    2010 წ - პირველი სწრაფი მოლეკულური ტესტი ტუბრკულოზის გამოსავლენად
•    2011 წ - პანდემიური გრიპისთვის მზადყოფნის ჩარჩო
•    2012 წ - არაგადამდებ დაავადებათა გლობალური სამიზნეები გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, დიაბეტის, კიბოს, ფილტვის ქრონიკული დაავადების და სხვა დაავადებების პრევენციისა და კონტროლის მიზნით
•    2012 წ - ჯანმრთელობის მსოფლიო ანსამბლეამ დაამტკიცა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გეგმა დედათა, ახალშობილთა და ბავშვთა კვების შესახებ.
•    2013 წ - ფსიქიკური ჯანმრთელობის ყოვლისმომცველი სამოქმედი გეგმა
•    2014 წ - ებოლას ეპიდემია დასავლეთ აფრიკაში;2014-2016 წლებში დასავლეთ ევროპაში ებოლას ეპიდ-აფეთქება იყო ყველაზე დიდი მოვლენა 1976 წლის შემდეგ, როცა ვირუსი პირველად აღმოაჩინეს.2014 წლის აგვისტოში ჯანმომ აღნიშნული ეპიდ-აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საზ. ჯანმრთელობის განსაკუთრებულ მოვლენად გამოაცხადა.
•    2015 წ - აივ-ის მკურნალობის მოცვა;
•    2015 წ - დედიდან ბავშვზე აივ-ისა და სიფილისის გადაცემის ელიმინაცია
•    2015 წ - ენდემური მალარიის ტრანსმისიის შეჩერება - ჯანმოს ევროპის რეგიონი გახდა პირველი რეგიონი მსოფლიოში, რომელმაც მოახერხა ენდემური მალარიის ტრანსმისიის შეჩერება.
•    2015 წ - ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მედიკამენტის (ხსნადი) შექმნა ბავშვებისთვის
•    2015 წ - გაერთიანებული ერების წევრმა ყველა ქვეყანამ შეიმუშავა 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისთვის. ის აერთიანებს 17 მიზანსა და 169 სამიზნეს, რომლებიც ურთიერთკავშირშია. მიზანი #3 - ჯანსაღი ცხოვრების უზრუნველყოფა და კეთილდღეობის ხელშეწყობა ყველა ასაკის ადამიანისთვის.
•    2016 წ - გაეროს დეკლარაცია ანტიმიკრობული რეზისტენტობის შესახებ
•    2016 წ - პროგრესი აფრიკის რეგიონის პოლიომიელიტისგადნ თავისუფალ რეგოინად გამოცხადებაში
•    2016 წ - ნიგერიამ შეტყობინება გააკეთა პოლიომიელიტის ველური ვირუსის ბოლო შემთხვევის შესახებ.
•    2016 წ- ჯანმოს 6 რეგიონიდან 5 სერთიფიცირებული იქნა პოლიომიელიტის ველური ვირუსისგან თავისუფალ რეგიონებად, ხოლო პოლიომიელიტის სამი შტამიდან ორი გლობალურად აღმოიფხვრა.
•    2016 წ - მივიწყებული ტროპიკული დაავადებების მკურნალობა
•    2016 წ - გლობალური სტრატეგია ქალთა, ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობისთვის
•    ებოლას აფეთქება დასავლეთ აფრიკაში
•    ზიკა გამოცხადდა საერთაშორისო მნიშვნელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ჯანმრთელობის პრობლემად
•    ჯანმომ გამოაცხადა, რომ ზიკათი ინფიცირებულთა კლასტერი მიკროცეფალიითა და სხვა ნევროლოგიური დაავადებებით, წარმოადგენს საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საზ. ჯანმრთელობის განსაკუთრებულ მოვლენას.
•    2017 წ - ახალი „ანტიბიოტიკების კვლევისა და შექმნის მიზნით შედგენილ იქნა ანტიბიოტო-რეზისტენტული „პრიორიტეტული პათოგენების“ სია, რომელიც მიმართულია მზარდი ანტიმიკრობული რეზისტენტობის წინააღმდეგ.
•    2017 - პარტნიორობა ჯანსაღი ქალაქებისთვის - მოიცავს 70 ქალაქს 300 მილიონზე მეტი მოსახლეობით. 
•    2019 წ - გაეროს დეკლარაცია ჯანმრთელობის უნივერსალური მოცვის შესახებ
•    2020 წ - კორონავირუსის გლობალური ეპიდ-აფეთქება გამოცხადდა საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საზ. ჯანმრთელობის განსაკუთრებულ მოვლენად.
•    2020 წ- შეიქმნა პირველი პერორალური წამლის მიღების სქემა მულტი-რეზისტენტული ტუბერკულოზის სამკურნალოდ.
•    2020 2 - COVID-19 სადიაგნოსტიკო ტესტების, სამკურნალო საშუალებებისა და ვაქცინების ხელმისაწვდომობა (ACT-Accelerator)
•    2021 წ - მალარიის ვაქცინა ბავშვებისთვის
•    2021 წ - ანტირეტროვირუსული მკურნლობა - 2021 წ. დეკემბრის ბოლოსათვის, აივ-ინფიცირებულთა 75 % ჩართული იყო მკიურნალობაში.
•    2021 წ - ტუბერკულოზის პრევენცია და მართვა - 2000 წლიდან ტუბერკულოზის პრევენციის, დიაგნოსტირებისა და მკურნალობის შედეგად 74 მილიონზე მეტი სიცოცხლე იქნა გადარჩენილი.
•    2022 წ. – ოთხი საერთაშორისო ორგანიზაციის შეთანხმება ადამიანების, ცხოველების, მცენარეებისა და გარემოს ჯანმრთელობის შესახებ თანამშრომლობაზე
•    2022 წ- სახელმძღვანელოს „ოჯახის დაგეგმვა: გლობალური სახელმძღვანელო პროვაიდერებისთვის“ განახლებული გამოცემა
•    2023 წ - შესაძლებლობა გავიხედოთ წინ  -  განვახორციელოთ ქმედება დღევანდელი და ხვალინდელი ჯანმრთელობის გამოწვევების დასაძლევად.