Logo

გამწვანების აქცია 08.04.2022

title დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გამწვანების აქცია გაიმართა . ფონდ “გაამწვანე საქართველოსთან” თანამშრომლობით ცენტრის ეზოში შპს. ,,მწვანე სახლის“ მაღალი ხარისხის კიპარისები დაირგო.

 

ღონისძიებაში მონაწილეობა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა  პაატა იმნაძემ, ფონდ ,,გაამწვანე საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა გოჩა არონიშიძემ  და ცენტრის თანამშრომლებმა მიიღეს. 

 

გამწვანების აქცია  ჯანმრთელობის მსოფლიო დღის ფარგლებში გაიმართა.  ჯანმრთელობის მსოფლიო დღე ყოველწლიურად სხვადასხვა საკითხზე ამახვილებს ყურადღებას. წლევანდელი დღის თემა - “ჩვენი პლანეტა, ჩვენი ჯანმრთელობა” პლანეტაზე მიმდინარე გლობალურ მოვლენებსა და მოსახლეობის ჯანმრთელობას ეძღვნება.