Logo

შეხვედრა მედიასთან იმუნიზაციის საკითხებზე 13.05.2022

title

2022 წლის 13 მაისს გაიმართა შეხვედრა თბილისის მედიის წარმომადგენლებთან იმუნიზაციის პროგრამისა და მისი მნიშვნელობის, ასევე COVID-19-ის პრევენციისა და მკურნალობის საკითხებზე.


ღონისძიებას ესწრებოდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე და თანამშრომლები,  გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ღასან ხალილი,                           იმუნიზაციის ეროვნული საბჭოს წევრები ივანე ჩხაიძე და ბიძინა კულუმბეგოვი.


შეხვედრა მიმდინარებდა კითხვა-პასუხის რეჟიმში და მედიას წარედგინა პრეზენტაციები შემდეგ თემებზე: იმუნიზაციის პროგრამა და მისი მნიშვნელობა საზოგადოების ჯანმრთელობისათვის, კორონავირუსი და მსოფლიო დღეს - გლობალური ჯანმრთელობის გამოწვევა, COVID-19-ის ეპიდზედამხედველობა და პროფილაქტიკური         ღონისძიებები და COVID-19-ის გავლენა მოსახლეობის ჯანმრთელობაზე.
ღონისძიების დასასრულს გაიმართა დისკუსია.