Logo

გამოფენა-გაყიდვის აქცია „სურვილების კალათა“ 29.05.2017

title

2017 წლის 29 მაისს სასტუმრო გალერეა შარდენში შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის, შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდის, თბილისის სამხატვრო აკადემიის და ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ორგანიზებით შიდსით გარდაცვლილ ადამიანთა ხსოვნის პატივის მისაგებისა და შიდსით დაავადებული და დაობლებული ბავშვების დასახმარებლად გაიმართა პრესკონფერენცია და ცნობილი ქართველი მხატვრების და სამხატვრო აკადემიის წარჩინებული სტუდენტების ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვის აქცია სახელწოდებით

                                             „სურვილების კალათა“ 

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის, შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდის, თბილისის სამხატვრო აკადემიის და ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ხელმძღვანელმა პირებმა, ასევე, ცნობილმა მხატვრებმა.

ყოველწლიურად მსოფლიო საზოგადოება მაისის მესამე კვირას შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღეს აღნიშნავს, რითაც პატივს მიაგებს შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნას. 1 ივნისს საქართველოც უერთდება სხვა ქვეყნებს სხვადასხვა ღონისძიებებით. 

საქართველო აივ/შიდსის დაბალი გავრცელების ქვეყნებს მიეკუთვნება.მიუხედავად ამისა ეპიდემიის მასშტაბი მაინც მატულობს. დღეისათვის, საქართველოში რეგისტრირებულია აივ /შიდსის 6360 შემთხვევა, მათშორის103 ბავშვია.  რამოდენიმე ასეულს გადააჭარბა იმ ბავშვთა რიცხვმა, ვინც მშობლები შიდსის გამო დაკარგა. მათი უმრავლესობა ბებია-ბაბუის მზურველობის ქვეშ დარჩა, რომლებსაც უკიდურესად უჭირთ ბავშვებისთვის ღირსეული საყოფაცხოვრებლო პირობების შემქნა, საკვებით უზრუნველყოფა, ჩაცმა, სწავლაში ხელშეწყობა. საზოგადოების ნაწილში არსებული მაღალი სტიგმის გამო ბავშვები და მათი მეურვეები ვერ სარგებლობენ სოციალური შეღავათებით და ეკონომიურ გაჭირვებასთან ერთად უწევთ დამცირების, შეურაცხყოფისა და იზოლაციის შიშისა და უიმედებოს გარემოში ცხოვრება.

აქციის მიზანია აივ /შიდსთან მიმართებაში საზოგადოებრივი ცნობიერების და სოციალური პასუხის მგებლობის ამაღლების მცდელობა. ღონისძიების ფარგლებში მოგროვილი თანხა მოხმარდება შიდსით დაავადებული და შიდსით დაობლებული ბავშვებისთვის მიზნობრივ დახმარებას. 

ვფიქობთ, საზოგადოების მონაწილეობა აივ/შიდსით დაზარალებული პირების, განსაკუთრებით კი ბავშვების დახმარების პროგრამებში მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. 

თქვენც შემოგვიერთდით მიიღეთ მონაწილეობა შიდსით დაავადებული და შიდსით დაობლეული ბავშვების მხარდასაჭერად

აუსრულე სურვილი

აქციის ფარგლებში, სურვლისამებრ, შესაძლებელი იქნება მხარდაჭერის ჯგუფში გაერთიანება შიდსით დაავადებული და შიდსით დაობლებული ბავშვების რეგულარული მხარდაჭერისთვის.