Posted on:
05.09.2020
title
შეხვედრაზე ბატონმა ამირან გამყრელიძემ დიპლომატიურ კორსპუსს გააცნო COVID-19-თან დაკავშირებული ეპიდემოლოგიური მდგომარეობა საქართველოში, ისაუბრა გატარებული და დაგეგმილი ზომების შესახებ. შეხვედრის ბოლოს ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე.
დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ბატონმა სილვიუ დომენტემ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, საფრანგეთის, ავსტრიის, ნიდერლანდების, საბერძნეთის ელჩებმა და ეროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) ხელმძღვანელმა.