Logo

აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებმა (CDC) და ტოქსიკური ნივთიერებებისა და დაავადებების აღწერის სააგენტომ (ATSDR) საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას მიანიჭა „სანიმუშო პარტნიორობის“ ტიტული

title

28 ივლისს, ჰეპატიტის მსოფლიო დღეს, აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებმა (CDC) და ტოქსიკური ნივთიერებებისა და დაავადებების აღწერის სააგენტომ (ATSDR) საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას მიანიჭა  „სანიმუშო პარტნიორობის“ ტიტული.

CDC-ის დირექტორმა, როშელ ვალენსკიმ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის გუნდს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და მიულოცა საპატიო ტიტულის მიღება. ქ-ნი ვალენსკის წერილს და მის ქართულ თარგმანს ქვემოთ გთავაზობთ.

Dear Hepatitis C Elimination in Georgia Team,

 

Congratulations on your selection as the winner of the Excellence in Partnering category! On behalf of the Centers for Disease Control and Prevention (CDC) and Agency for Toxic Substances and Disease Registry (ATSDR), I would like to thank you for your hard work and dedication and to celebrate your accomplishments.

 

You, and your work, represent the very best of what CDC strives to be and I am so grateful for all you do.

 

Thank you for your dedication to improving lives and advancing public health.

 

With gratitude,

 

Rochelle P. Walensky, MD, MPH

Director, CDC, and

Administrator, ATSDR

 

 

საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის გუნდს გილოცავთ გამარჯვებას კატეგორიაში - „სანიმუშო პარტნიორობა“!

აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებისა (CDC) და ტოქსიკური ნივთიერებებისა და დაავადებების აღწერის სააგენტოს (ATSDR) სახელით, მადლობას გიხდით თქვენი შრომის, თავდადებისა  და  მიღწევებისათვის.

თქვენს მიერ გაწეული შრომა საუკეთესოდ ასახავს იმას, რისკენაც CDC ისწრაფვის.

კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას თავდადებისთვის, რომელსაც იჩენთ ადამიანთა სიცოცხლის გაუმჯობესებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განვითარებისთვის.