Logo

ბიოუსაფრთხოების ტრეინინგი

title


2018 წლის 1-5 ოქტემბერს, სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის „რ. ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმთელობის კვლევითი ცენტრის“ ბაზაზე ჩატარდა ლაბორატორიული ბიოუსაფრთხოებისა და ბიოლოგიური დაცვის მორიგი სასწავლო კურსი.
აღნიშნულ სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს როგორც თბილისის წამყვანი  სამედიცინო-კლინიკური ლაბორატორიების -„ციტო“ და „ვისტამედი“, ასევე, გურჯაანის ფრანგულ-ქართული სამედიცინო ცენტრის „კახეთის იონის“ ლაბორატორიის მუშაკებმა. 
5-დღიანი თეორიულ სწავლება ინტეგრირებული იყო  თემატურ პრაქტიკულ სავარჯიშოებთან, რომელიც  რ. ლუგარის ცენტრის ბიოუსაფრთხოების მე-2 დონის სასწავლო ლაბორატორიებში მიმდინარეობდა. თეორიული კურსი ზოგადი ბიოუსაფრთხოების და ბიოდაცვის ასპექტების გაცნობის გარდა, მოიცავდა ბიორისკების შეფასებისა და მართვის, ასევე ქიმიური უსაფრთხოების, ნარჩენების მართვის, სისხლით გადაცემადი პათოგენების და სამედიცინო ზედამხედველობის შესახებ ცოდნას. პრაქტიკული სავარჯიშოები, რომელიც რეფერალური ლაბორატორიის წამყვანი სპეციალისტების ინსტრუქტაჟით მიმდინარეობდა, ემსახურებოდა ლაბორატორიის მუშაკთა კარგი ლაბორატორიული პრაქტიკის ჩამოყალიბებას, ბიოუსაფრთხოების დაცვისათვის საჭირო ჩვევებისა და უნარების ჩამოყალიბებას პირადი დაცვის აღჭურვილობის სწორი გამოყენებით დაწყებული და უსაფრთხო ლაბორატორიული პროცედურებით დამთავრებული.
ლაბორატორიული ბიოუსაფრთხოების სრული კურსის გავლის შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატი, რომელიც გაიცემა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და  უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის მიერ.
მათთვის, ვინც დაინტერესებულია შემდეგ კოჰორტას შეუერთდეს, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
ელ. ფოსტაზე: ncdc@ncdc.ge; k.zaridze@ncdc.ge; n.modebadze@ncdc.ge
ტელ:   577 13 14 16;  599 18 33 86

შემოთავაზებული კურსების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბიოუსაფრთხოების ბროშურაში ვებ-გვეერდზე: www.ncdc.ge