Posted on:
27.06.2023
title
პროგრამის მიმოხილვა:
ერთიანი ჯანმრთელობის საველე ეპიდემიოლოგიის საბაზისო 3 თვიანი პროგრამა (FETP One Health Frontline) აცხადებს რეზიდენტების მიღებას მეორე კოჰორტისთვის შემდეგი რეგიონებისთვის:
1. ქვემო ქართლი
2. მცხეთა-მთიანეთი
3. თბილისი
4. სამცხე-ჯავახეთი (ადიგენი, ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა)
5. კახეთი (თელავი, ყვარელი, სიღნაღი, საგარეჯო)
6. შიდა ქართლი (კასპი, ქარელი)
FETP One Health Frontline სასწავლო პროგრამას ახორციელებს ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების მხარდაჭერით.
მეორე კოჰორტის სწავლება დაიწყება 2023 წლის სექტემბრის თვეში.
სასწავლო პროგრამა მოიცავს 2 ერთკვირიან სემინარს, რომლებიც ჩატარდება ქ. თბილისში. ამასთან, პროგრამის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია საველე სამუშაოები (ეპიდაფეთქების ან შემთხვევის კვლევა).
ერთკვირიანი სემინარები მოიცავს ტრენინგ კურსებს ეპიდზედამხედველობის, საბაზისო ეპიდემიოლოგიის, მონაცემთა ანალიზის, SWOT ანალიზის, ეპიდაფეთქების კვლევის და ა.შ თემებზე.
რეზიდენტებს მთელი პროგრამის განმავლობაში გაუძღვებიან შერჩეული მენტორები. პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატი.
ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომის გატარების მიზნით, რეზიდენტები შეირჩევიან როგორც ჯანდაცვის, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სექტორებიდან.
გასათვალისწინებელია, რომ FETP One Health Frontline წარმოადგენს სასწავლო პროგრამას, რომელშიც რეზიდენტები მიიღებენ მონაწილეობას მათზე ნაკისრი ძირითადი სამუშაო ვალდებულებების შესრულების შეფერხების გარეშე.
პროგრამა წარიმართება ქართულ ენაზე.
პროგრამის მთავარი მიზნები:
ერთიანი ჯანმრთელობის საველე ეპიდემიოლოგიის საბაზისო კურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეპიდემიოლოგების, ვეტერინარების, და გარემოს ჯანმრთელობის სპეციალისტების პოტენციალის გაზრდას მტკიცებულებებზე დაფუძნებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრინციპებისა და ერთიანი ჯანმრთელობის კონცეფციის კონტექსტში.
• ქვეყნისთვის აუცილებელი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შემდეგი მიმართულებების გაძლიერება:
o საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გამოწვევებზე მულტისექტორული რეაგირება;
o ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის (მათ შორის ეპიდზედამხედველობის) სისტემები;
o სამეცნიერო საფუძვლების გამოყენება პროგრამული გადაწყვეტილებების მიღებისას დაავადებებისა და მდგომარეობების პრევენციისა და კონტროლისთვის;
o საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, გარემოს დაცვის, სურსათის უვნებლობის სპეციალისტების და ვეტერინარების გადამზადება ერთიანი ჯანმრთელობის ქოლგის ქვეშ;
დაფინანსება:
პროგრამა უზრუნველყოფს მხოლოდ მონაწილეთა სასტუმროში განთავსების ხარჯების დაფარვას.
რეზიდენტების შერჩევის კრიტერიუმები:
1. აუცილებელი მოთხოვნა: უმაღლესი სასწავლო დაწესებულების დიპლომი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, ეპიდემიოლოგიისა და ზოგადი ჰიგიენის, მედიცინის, ვეტერინარიის, გარემოს ჯანმრთელობის ან სურსათის უვნებლობის მიმართულებით.
2. მიმდინარე პერიოდში მუშაობა სახელმწიფო სექტორში, მათ შორის ჯანდაცვის, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის, სურსათის უვნებლობის მიმართულებით. უპირატესობა მიენიჭებათ იმ კანდიდატებს, რომელთა პასუხისმგებლობაში შედის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მონაცემთა შეგროვება და ანალიზი, ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობა (გადამდები და არაგადამდები დაავადებები), ეპიდემიოლოგიური კვლევა და ა.შ.
3. კომპიუტერული და პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების საბაზისო უნარები (Word, Excel, და ა.შ.);
4. კანდიდატებმა უნდა გამოხატონ მზაობა გააგრძელონ მუშაობა ჯანმრთელობის დაცვის, გარემოს დაცვის, ვეტერინარიის და სოფლის მეურნეობის სისტემაში პროგრამის დასრულებიდან მინიმუმ 2 წლის განმავლობაში, იმავე რეგიონში, საიდანაც მოხდა მათი შერჩევა;
5. პროგრამაში მონაწილეობისას რეზიდენტები მათზე ნაკისრი ძირითადი სამუშაო ვალდებულებების შესრულების შეფერხების გარეშე.
რეზიდენტების შერჩევის პროცედურები:
1. კანდიდატმა უნდა გამოაგზავნოს შემდეგი საბუთები:
• რეზიუმე (CV)
• აკადემიური ხარისხის დადასტურება (დიპლომი);
• ერთი სარეკომენდაციო წერილი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს კანდიდატის ამჟამინდელი ხელმძღვანელის ან სტრუქტურული განყოფილების ხელმძღვანელისგან, რომელიც მხარს დაუჭერს კანდიდატის განაცხადს და პროგრამაში აქტიურ მონაწილეობას, ასევე გასცემს იმის გარანტიას, რომ პროგრამის დასრულების შემდეგ კანდიდატს შეეძლება იმუშაოს მინიმუმ ორი წელი იმ დაწესებულებაში, რომელმაც ის სასწავლო კურსზე დასასწრებად გააგზავნა
• სამოტივაციო წერილი (250- 300 სიტყვა)
კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ მოთხოვნილი დამადასტურებელი დოკუმენტები შემდეგ ელ-ფოსტაზე - fetp@ncdc.ge. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 17 ივლისი.
2. განაცხადის შეფასების საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ ტესტირება საბაზისო პროფესიული უნარების შესაფასებლად;
3. შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება.
მიღების შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ ოფიციალური წერილით და ელექტრონული ფოსტით.