Logo

აშშ-ის ელჩის ვიზიტი ცენტრში.

title

2020 წლის 17 ივლისს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ვიზიტით ეწვია აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ქალბატონი კელი დეგნანი. ვიზიტის ფარგლებში ქალბატონი დეგნანი შეხვდა ცენტრის გენერალურ დირექტორსა და თანამშრომლებს, სადაც ბატონმა ამირან გამყრელიძემ პრეზენტაციის სახით წარადგინა ცენტრისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის განვითარების შესახებ ინფორმაცია და აშშ-ის სამთავრობო პარტნიორული და დონორი ორგანიზაციების როლი აღნიშნულ პროცესში. ქალბატონმა დეგნანმა ხაზი გაუსვა საქართველოს წარმატებულ პასუხს COVID-19 პანდემიასთან ბრძოლაში, მადლობა გადაუხადა ცენტრის ხელმძღვანელობას და თანამშრომლებს წლების მანძილზე ამერიკულ ინსტიტუციებთან ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის და წარმატებები უსურვა დკსჯეცს მომავალი განვითარების მიმართულებებით.

ვიზიტის დღის წესრიგის ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საკონფერენციო დარბაზში ულტერ რიდის სამხედრო კვლევითი ინსტიტუტის (WRAIR) ორგანიზებით გაიმართა სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროგრამის 2 ქართველი სტუდენტის სტაჟირების დამამთავრებელი ცერემონია. ქართველმა სტუდენტებმა პრეზენტაციების სახით წარადგინეს WRAIR-ის მეცნიერების მენტორობითა და ლუგარის ცენტრის ბაზაზე ჩატარებული ბიოსამედიცინო კვლევების წარმატებული შედეგები და დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით.

ღონისძიების დასრულების შემდეგ სტუმრებმა დაათვალიერეს ლუგარის ცენტრის ლაბორატორიები და გაეცნენ ქართველი მეცნიერების საქმიანობასა და მიღწევებს.