Logo

გრიპის გავრცელება ევროპაში გრიპის სეზონის მიმოხილვა ევროპის რეგიონში

title

გრიპის გავრცელება ევროპაში

გრიპის სეზონის მიმოხილვა ევროპის რეგიონში

 

ü  ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (ECDC) ინფორმაციით გრიპის აქტივობა იზრდება ევროპის რეგიონში. უმეტესი ქვეყნების მონაცემების მიხედვით გრიპის აქტივობის მაჩვენებელი ზღვარზე დაბალია.

ü  გრიპის ინტენსივობის ინდიკატორის შესახებ ინფორმაციის შეტყობინება მოხდა 41 მონაწილე ქვეყნისგან: მათგან 19- ში გრიპის აქტივობა ზღვრულ მაჩვენებელზეა, 18- ში ზღვრულზე დაბალი, 3- ში საშუალო (ლატვია, გაერთიანებული სამეფო ((შოტლანდია და უელსი)) ხოლე 1- ში მაღალი (ისრაელი)

ü  41 მონაწილე ქვეყანამ მოახდინა შეტყობინება გეოგრაფიული გავრცელების შესახებ, 5 ქვეყანაში არ ფიქსირდება აქტივობა  14 ქვეყანაში არის სპორადული გავრცელება, 4 ქვეყანაში ლოკალური გავრცელება  5 ქვყენაში რეგიონალური გავრცელებაა, ხოლო ფართო გეოგრაფიული გავრცელება ფიქსირდება 13 ქვეყანაში.

ü  სეზონის განმავლობაში საყრდენი ბაზებიდან მიღებული ნიმუშების ტესტირების შედეგად A ტიპი (n=2 454, 67%) აჭარებს B ტიპს (n=1 213, 33%). 2 357 A ტიპის ვირუსიდან 1 390 ( 59%) დაფიქსირდა A(H3N2), ხოლო 967 (41%) A(H1N1)pdm09. 262 B ტიპის ნიმუშიდან კი 97% დაფიქსირდა B/Victoria, 3% B/Yamagata

ü  01/2020 კვირის მონაცემებით, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფ გრიპზე დადებით პაციენტებში (n=231), ჭარბობს A ტიპი (n=218, 94%) B ტიპი (n=13, 6%).

ü  01/2020 კვირის მონაცემებით, არა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფ გრიპზე დადებით პაციენტებში (n=186), A ტიპის ვირუსი დაფიქსირდა 97% B ტიპი კი ( 3%).

ü  40/2019 კვირის შემდეგ ანგარიშგებული 13 011 მძიმე მწვავე რესპირატორული ინფექციის (SARI) შემთხვევიდან 58% არის 0-4 წლის, 22% 15-64 წლის.

ü  ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის შეფასებით გრიპის აქტივობა და გეოგრაფიული გავრცელება ბოლო რამოდენიმე კვირის მანძილზე იყო ზომიერი, თუმცა ეს მაჩვენებელი  ამჟამად მატულობს მონაწილე ქვეყნების უმრავლესობაში.

ü  ევროპის 22 ქვეყნის მონაცემის მიხედვით, სიკვდილობის მაჩვენებელი რჩება მოსალოდნელ დონეზე.

 

კვირა 01/2020 (30 დეკემბერი 2019 - 5 იანვარი 2020 )

 

ü  01/2020 კვირის მონაცემებით საყრდენი ბაზიდან მიღებული 1 609 ნიმუშიდან გრიპზე დადებით აღმოჩნდა 433 ნიმუში (27%). აქედან 60% დაფიქსირდა A ტიპი ხოლო 40% B ტიპი.

ü  01/2020 კვირაში 931 დაფიქსირებული მძიმე მწვავე რესპირატორული ინფექციიდან  (SARI) სულ 63 ნიმუში ტესტირება მოხდა საიდანაც 20 იყო დადებითი (32%) გრიპის ვირუსზე, მათ შორის : 16 A და 4 B.

გრიპის ვირუსის ინტენსივობა ევროპის რეგიონში  

 



გრიპის ვირუსის ინტენსივობა ევროპის რეგიონში


გრიპის ვირუსის გეოგრაფიული გავრცელება ევროპის რეგიონში


 

წყარო:

https://flunewseurope.org/

https://www.who.int/influenza/surveillance_monitoring/updates/latest_update_GIP_surveillance/en/