Logo

პრესკონფერენცია - სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და გრიპის ეპიდზედამხედველობა

title


 ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს .საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმარა პრესკონფერენცია თემაზე

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და გრიპის ეპიდზედამხედველობა

პრესკონფერენციას დაესწრნენ ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხლმძღვანელი ხელმძღვანელი ბატონი ამირან გამყრელიძე, ცენტრის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში პაატა იმნაძე , გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი  და დარგის ექსპერტები.

ჯანმრთელობის მსოფლიო  ორგანიზაციის/ევროპის ოფისის ინიციატივით, 2013 წელს  გრიპის იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში დაიწყო კამპანია   გრიპის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით.

გრიპის თავიდან აცილების საუკეთსო საშუალებაა ვაქცინაცია. გრიპის ვირუსი მუდმივად განიცდის ცვლილებებს, შესაბამისად გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინია საჭიროა ყოველწლიურად. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გრიპის  სეზონი ჩვეულებრივ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში დგება, შესაბამისად ოქტომბერი არის საუკეთესო დრო გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანიის დაწყებისათვის.

კამპანია მიზნად ისახავს გრიპის სეზონური ვაქცინით მოცვის გაზრდას რისკ ჯგუფებში. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი: ორსულები, ხანდაზმულები,  ბავშვები და  პირები ჯანმრთელობის თანმხლები პათოლოგიებით, იმყოფებიან  გრიპის სერიოზული გართულებების განვითარების მაღალი რისკსის ქვეშ. ჯანდაცვის მუშაკები  მათი ყოველდღიური რეჟიმიდან გამომდინარე არიან უფრო მეტად დაუცველნი სხვადასხვა ვირუსული ინფექციების, მათ შორის გრიპის ვირუსის მიმართ.

გრიპი სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული დაავადებაა. სეზონური გრიპის ერთადერთ პრევენციულ ღონისძიებად ყოველწლიური ვაქცინაცია მიიჩნევა. საქართველოში, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უკანასკნელი წლების განმავლობაში ხორციელდება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინების შესყიდვა და მაღალი რისკის ჯგუფებისათვის უსასყიდლოდ მიწოდება. რისკის ჯგუფების დადგენა ხდება მსოფლიოში ჯანდაცვის სექტორში მომუშავე წამყვანი ორგანიზაციების მიერ, ასევე, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმთელობის ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული სამუშაოების ანალიზის შედეგად. სახელმწიფოს მიერ 2017- 2018 წლის სეზონზე შეძენილ იქნა 27 000 დოზა ვაქცინა, 2018-2019 წლების სეზონისთვის კი 40 935 დოზა რომელიც, მოთხოვნის შესაბამისად, უკვე განაწილებულ იქნა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრებში.


ვებ გვერდი - www.ncdc.ge  

ფეისბუქი - National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH),