Logo

ევროკავშირმა და ჯანმომ საქართველოს ტექნიკური აღჭურვილობა გადასცა 29.09.2021

title

2021 წლის 29 სექტემბერს მასობრივი ვაქცინაციის პროცესის მხარდასაჭერად ევროკავშირმა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველოს 300 სამედიცინო მაცივარი და სპეციალიზებული ვაქცინაციის ავტომობილი გადასცა. ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია იმ დახმარებისა, რომელსაც ევროკავშირი უწევს საქართველოს COVID-19 პანდემიასთან გასამკლავებლად და მასობრივი ვაქცინაციის მხარდასაჭერად, მათ შორის ყველაზე დაუცველ ჯგუფებს შორის.

ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის,
 საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პროგრამების მიმართულების და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა პირებმა მოინახულეს ვაქცინების, ექსპედიციის და ცივი ჯაჭვის სამმართველოს საწყობი. შემდეგ გაიმართა პრესკონფერენცია, ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებს გაეცა პასუხი.