Logo

C ჰეპატიტის ელიმინაციის მე-7 ეროვნული სამუშაო შეხვედრა 21.12.2020

title 2020 წლის 21 დეკემბერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების მხარდაჭერით გაიმართა ვირტუალური სესია სახელწოდებით C ჰეპატიტის ელიმინაციის მე-7 ეროვნული სამუშაო შეხვედრა შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა პირებმა, უცხოელი პარტნიორებმა და საერთაშორისო ექსპერტებმა. შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა იყო 2021-2025 წლების C ჰეპატიტის ელიმინაციის ახალი სტრატეგიული გეგმა, რომელიც დაეფუძნება ტექნიკურ ექსპერტთა ჯგუფის 2019 წლის რეკომენდაციებს. ასევე, ყველა სტრატეგიული მიმართულების მიხედვით წარმოდგენილ იქნა არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.