Logo

გაერთიანებული სამეფოს განცხადება პარლამენტში

title

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოხარულია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გაძლიერების კუთხით წინ გადადგმული ნაბიჯები, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრმა, ბრიტანეთის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მინისტრმა, სტივ ბრაინმა დიდი ბრიტანეთის პარლამენტში 2018 წლის 19 წლის ივლისს ინგლისის თამბაქოს კონტროლის გეგმის“ განხილვის დროს გაკეთებულ განცხადებაში,  დადებითად შეაფასა. ბატონმა ბრაინმა განაცხადა:

...ჩვენმა მთავრობამ 15 მილიონი ფუნტი დაფინანსება გამოუყო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნოს განსაზღვრული ვადით, რათა მხარი დავუჭიროთ თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გაძლიერებას 15 დაბალ- და საშუალო შემოსავლიან ქვეყანაში. ამ საქმიანობით ძალიან ამაყი ვარ და მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ჩვენ უკვე ვხედავთ შედეგს.

საქართველომ მიიღო თამბაქოს კონტროლის ახალი კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც პირველი მაისიდან მოწევა აიკრძალა საზოგადოების თავშეყრის დახურულ ადგილებში, ასევე აიკრძალა თამბაქოს რეკლამირება. უცნაურად ჟღერს, როდესაც თამბაქოს რეკლამირების აკრძალვაზე, როგორც ახლად გატარებულ ღონისძიებაზე ისევ ვსაუბრობთ, გამომდინარე იქიდან რომ ეს რეგულაცია ჩვენს ქვეყანაში უკვე დიდი ხანია ძალაშია, თუმცა მსგავსი მაგალითი აჩვენებს, რომ მსოფლიოს სხვა მხარეებს ჯერ კიდევ დიდი გზა აქვთ გასავლელი იმისათვის, რომ ჩვენთან უკვე დიდი ხნის წინ დანერგილ პრაქტიკას წამოეწიონ. ძალიან მეამაყება, რომ ვიყენებთ ჩვენს გამოცდილებას და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ გამოცდილებას, რათა დავეხმაროთ ქვეყენებს, როგორიც არის საქართველო. მინდა მივულოცო საქართველოს წინსვლა...„[1]

საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნოს მიერ ინიცირებული FCTC2030 პროექტის ფარგლებში გაწეული ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერის მიმღები ერთ-ერთი ქვეყანაა კონვენციის მხარე 14 სხვა დაბალ- და საშუალო შემოსავლიან ქვეყანასთან ერთად. აღნიშნული პროექტი დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ გამოყოფილი 15 მილიონი ფუნტით ფინანსდება და მიმართულია შერჩეულ ქვეყნებში თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სრული აღსრულებისთვის შედეგზე ორიენტირებული ღონისძიებების მხარდაჭერისკენ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, პროექტის  ძირითადი პარტნიორი ორგანიზაციაა და გასული წლიდან უკვე გატარდა რიგი ქმედითი ღონისძიებები თამბაქოს კონტროლის ახალი კანონმდებლობის ეფექტური დანერგვისათვის. აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის დახურულ ადგილებში მოწევის აკრძალვის ძალაში შესვლიდან სამი თვის თავზე, ამ რეგულაციის აღსრულების დონე 96%-ს აღწევს, ხოლო მოსახლეობის 85% უჭერს მას მხარს.

გვსურს მადლიერება გამოვხატოთ როგორც თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის, ასევე დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიმართ საზოგადოებრივი ჯანმთელობისთვის ამ უაღრესად მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის. მხოლოდ საერთაშორისო თანამშრომლობით, მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკის გაზიარებითა და სოლიდარობითაა შესაძლებელი საქართველოში არსებული თამბაქოსთან დაკავშირებული ჯანმრთელობისა და ეკონომიკური ტვირთის შემცირება და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა.