Logo

ერთი წელი COVID-19-თან ერთად, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ანგარიში , მე-5 გადახედვა

title

ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემია არის კაცობრიობის უდიდესი გამოწვევა და თანამედროვე გლობალური ჯანმრთელობის კრიზისი, რომლის წინაშეც დღეს დგას მთელი მსოფლიო. 2020 წლის ბოლოსთვის ვირუსი ყველა კონტინენტზე გავრცელდა, დაინფიცირებული იქნა 83 მილიონზე მეტი ადამიანი, გამოჯანმრთელდა 60 მილიონამდე და დაფიქსირებულია გარდაცვალების 1 800 000 შემთხვევამდე. პანდემიის დაწყებიდან მოყოლებული, წლის განმავლობაში ქვეყნების უმეტესობამ ახალი შემთხვევების ზრდის მეორე და მესამე ტალღაც განიცადეს.

საქართველომ ეპიდემიის შეკავებისთვის მზადება ადრეულ ეტაპზევე დაიწყო. პირველი დადასტურებული შემთხვევებიდან მოყოლებული დღემდე მთავრობის და ქვეყნის პრიორიტეტია პანდემიის ორგანიზებული მართვა და მისი მუდმივი კონტროლი.

წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის და განხორციელებული ღონისძიებების ანალიზის მეხუთე, 2020 წლის შემაჯამებელ გადახედვას. წარმოდგენილ დოკუმენტში შეტანილი ინფორმაცია ეფუძნება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კომპეტენციის ფარგლებში მოპოვებული ინფორმაციის ანალიზს.


ერთი წელი COVID-19-თან ერთად დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ანგარიში , მე-5 გადახედვა