Logo

კორპორაცია RAND-ის წარმომადგენლების ვიზიტი ცენტრში 20.02.2020

title

2020 წლის 20 თებერვალს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობა შეხვდა კორპორაცია RAND-ის წარმომადგენლებს. აღნიშნული კორპორაცია გახლავთ არაკომერციული დაწესებულება, რომელიც აშშ-ში სამთავრობო უწყებებისთვის უზრუნველყოფს პოლიტიკისა და გადაწვეტილებების მიღების გაუმჯობესებას კვლევებისა და ანალიზის საშუალებით და პერიოდულობით ანგარიშებს წარადგნეს აშშ-ის კონგრესში.

ამჯერად, RAND-ის ანალიტიკოსების ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა საფრთხეების შემცირების სათანამშრომლო პროგრამების (CTR) მიმდინარეობის და შედეგების მოკვლევა და შეფასება. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ წარმოადგინა ყველა იმ პროგრამის წარმატებული შედეგის შესახებ ინფორმაცია, რომელიც 2013 წლიდან განხორციელდა CTR-ის მხარდაჭერით. კორპორაციის წარმომადგენლებმა  ასევე დაათვალიერეს ლუგარის ს/ჯ ცენტრი.