Posted on:
15.10.2020
title
ისრაელის სახელმწიფოს ქალაქ ნათანიის ლანიადოს საავადმყოფოს ექიმმა იაკობ მოშემ ამირან გამყრელიძეს სამახსოვრო ნიშანი გადასცა.
,,ბატონო ამირან!
ჩვენ ისრაელში ყურადღებას ვადევნებთ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობას და აღფრთოვანებას გამოვხატავთ პირადად თქვენი და თქვენი კოლეგების მოღვაწეობით. ისრაელში, დაახლოებთ ერთი თვის წინ, აღინიშნა ახალ კორონავირუსზე ძირითადი გამარჯვება და ისრაელში მოღვაწე ყველა ექიმს გადაეცა სამახსოვრო ნიშანი.
სურვილი გამაჩნია გადმოგცეთ თქვენ ჩემი პირადი ნიშანი ღრმა პატივისცემის და პროფესიონალიზმის აღიარების ნიშნად" - მოშე იაკობი (მალხაზ იაკობაშვილი)