Logo

ნეკროლოგი

title

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აშშ-ის სენატორი - რიჩარდ ლუგარის გარდაცვალებასთან (28 აპრილი, 87 წლის ასაკში) დაკავშირებით. 

სენატორი ლუგარი 1968-1975 წწ. მოღვაწეობდა ინდიანის შტატის დედაქალაქის მერის თანამდებობაზე, 1977 წლიდან 2013 წლამდე გახლდათ შეერთებული შტატების სენატორი, ხოლო 2013 წლიდან პენსიაზე გასვლის შემდეგ ხელმძღვანელობდა ლუგარის ცენტრს პრეზიდენტის სტატუსით. ხანგრძლივი მოღვაწეობის მანძილზე ის გახლდათ აგრეთვე სხვადასხვა უმაღლესი სამოქალაქო ჯილდოს მფლობელი.

არაერთ გამოჩენილს მოღვაწეს რიჩარდ ლუგარი სხვადასხვა ეპითეტით ჰყავს შემკული, როგორიცაა: „საგარეო პოლიტიკის წამყვანი ხმა“; „გონიერების ბრწყინვალება, მოტივაციის სისპეტაკე, შეუბღალავი რეპუტაცია; მოვალეობებსა და პასუხისმგებლობებში ჩაფლული პიროვნება“. სენატორი ლუგარის ცხოვრებისეული ღირებულებებისა და საქმიანობიდან გამომდინარე, აშკარად ფასდაუდებელია მისი წვლილი შეერთებული შტატებისა და მსოფლიოსპოლიტიკაში.

საქართველოს მთავრობასაც ხვდა წილად, ჰქონოდა პარტნიორული ურთიერთობები სენატორთან და მიეღო წარმატებული შედეგები ამ ურთიერთობების ფარგლებში. 

რიჩარდ ლუგარი საქართველოს დიდი ქომაგი იყო. ის  90-ანი წლების დასაწყისში თაოსნობდა აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერით შექმნილ ე.წ. ნან-ლუგარის ინიციატივას, რომლის  (ავტორები აშშ-ის სენატორები: რიჩარდ ლუგარი და სემ ნანი) ერთ-ერთი სულის ჩამდგმელი გახლდათ. ინიციატივის ქოლგის ქვეშ შეიქმნა საფრთხეების შემცირების ერთობლივი პროგრამები, რომლებიც ემსახურებოდა აღმოსავლეთ სოციალისტური ბლოკისგარკვეული ქვეყნებისა და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების, მ.შ. საქართველოს ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას მასობრივი განადგურების იარაღის თავიდან აცილებისა და ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გაუვრცელებლობის სფეროებში.  

აღნიშნული პროგრამების მშვიდობიანი მიზნების განსახორციელებლად საჭირო იყო ქვეყანაში „ერთიანი ჯანმრთელობის“ პრინციპით მოქმედი დაავადებათა გამოვლენის, ზედამხედველობისა და რეაგირების სისტემების შექმნა. 

საქართველოში საფრთხეების შემცირების ერთობლივი პროგრამის (2003-2017) მთავარი კომპონენტი გახლდათ ქვეყნის მასშტაბით ადამიანისა და ცხოველთა ჯანმრთელობის ლაბორატორიული ზედამხედველობითი ქსელის შექმნა, რომლის მთავარ ნიშანსვეტს წარმოადგენდა რეგიონული ფუნქციებით დატვირთული,თანამედროვედ აღჭურვილი ბიოუსაფრთხოების მე-3 დონის  კვლევითი რეფერალური ლაბორატორია - სენატორ რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი. 

ლუგარის ცენტრი მოსახლეობის ჯანმრთელობის სადარაჯოზე მყოფიდაწესებულება გახლავთ, რომელიც ეროვნული და რეგიონული უსაფრთხოების ნაწილია. ის პასუხოს ჯანმრთელობის გლობალური უსაფრთხოების პროგრამის (GHSA) ამოცანებს და გახლავთ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სამეცნიერო კვლევების ქვაკუთხედი. 

2013 წლიდან სენატორი ინფორმირებული გახლდათ ლაბორატორიის მნიშვნელოვანი მიღწევების შესახებ. ამასთან დაკავშირებით, მან 2017 წელს დკსჯეცის ხელმძღვანელობას მადლობის წერილი გამოუგზავნა, რომლითაც აღფრთოვანებას არ მალავდამიღწეული შედეგების გამო და ულოცავდასრულიად ქვეყანას ასეთ პროგრესს.

დკსჯეცი ამაყობს და მადლიერებას გამოხატავს აშშ-ის საფრთხეების შემცირების ერთობლივი პროგრამის ხელშეწყობით ქვეყანაში დანერგილი უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობებისათვის. ცენტრის ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ ლუგარის ლაბორატორია, განვითარების გზაზე, გაამართლებს სენატორის იმედებსადა მოლოდინს და შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობებს შორისდარჩება მშვიდობისა და მეგობრობის ხიდად.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობა და თანამშრომლები უსამძიმრებენ სენატორის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს და იზიარებენ მათ წუხილს.