Logo

სამუშაო შეხვედრა „გარემოს და ჯანმრთელობის 2018-2022 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის (NEHAP-2) დანერგვის“ მიზნით

title

სამუშაო შეხვედრა „გარემოს და ჯანმრთელობის 2018-2022 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის  (NEHAP-2) დანერგვის“ მიზნით
მიმდინარე წლის 3 ივნისს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა სამუშაო შეხვედრა „გარემოს და ჯანმრთელობის 2018-2022 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის  (NEHAP2) დანერგვა“. შეხვედრაზე განხილულ იქნა გარემოს და ჯანმრთელობის ეროვნული სამოქმედო გეგმის სტრატეგიული ამოცანები და ყველა ის ღონისძიება, რომელიც ერთობლივად უნდა განხორციელდეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად. სამუშაო შეხვედრის განმავლობაში, ჯგუფის წევრების მიერ, კომპეტენციის ფარგლებში განხილულ იქნა სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საკითხები და მსჯელობის შედეგად დაიგეგმა სამომავლო აქტივობები.