2017 წლის 19 ივნისს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, საჯარო სამსახურების დაძმობილების მიმდინარე პროექტის "გარემოს და ჯანმრთელობის სისტემის გაძილერება საქართველოში" ფარგლებში, გაიმართა მმართველი კომიტეტის პირველი შეხვედრა. აღნიშნული შეხვედრა ემსახურებოდა პროექტის მიერ პირველ კვარტალში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიშის წარდგენას. შეხვედრას დაესწრნენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლობის წევრები, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციიის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლები, პროექტის გუნდი და ექსპერტები."