Logo

სმენის მსოფლიო დღე 3 მარტი, 2023 წ.

title

ყურსა და სმენაზე ზრუნვა ყველასათვის! ვაქციოთ რეალობად!


სმენის მსოფლიო დღე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით ყოველწლიურად 3 მარტს აღინიშნება და მისი მიზანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება სმენის დაკარგვის პრევენციისა და მასზე ზრუნვის შესახებ. 2023 წლის კამპანია ყურადღებას ამახვილებს ყურისა და სმენის მოვლის კომპონენტის, როგორც საყოველთაო ჯანდაცვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტის, ინტეგრირებას პირველადი ჯანდაცვის დონეზე. 


მთავარი გზავნილები სმენის პრობლემების ადრეული გამოვლენის გაუმჯობესებისა და სმენის დაქვეითების (დაკარგვის)  პრევენციის მიზნით:


o ყურის დაავადებები და სმენის დაქვეითება/დაკარგვა ერთერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა და ამ შემთხვევათა 60%-ის ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და იდენტიფიცირება შესაძლებელია პირველადი ჯანდაცვის დონეზე. 
o გარკვეული ხარისხის სმენის დაქვეითება ევროპის რეგიონში მცხოვრებ 190 მილიონზე მეტ ადამიანს აღენიშნება. ეს მაჩვენებელი 2050 წლისთვის 230 მილიონს მიაღწევს.
o პირველადი ჯანდაცვის დონეზე ყურისა და სმენის მოვლის კომპონენტის დანერგვა მნიშვნელოვანია და შესაძლებელია პირველადი ჯანდაცვის რგოლის შესაძლებლობების განვითარებით.
o ასეთი ტიპის ინტერვენცია სარგებლობას მოუტანს ადამიანებს და დაეხმარება ქვეყნებს საყოველთაო ჯანდაცვის მიზნების მიღწევაში.
o ბავშვებში სმენის დაქვეითების დააახლოებით 60% გამოწვეულია იმ მიზეზების გამო, რომელთა აღმოფხვრაც იმუნიზაციითა და დედათა და ახალშობილთა შესაბამისი მოვლით შესაძლებელია. 
o მოზრდილებში ხმაურის კონტროლის და უსაფრთხო შესახებ კანონმდებლობამ, ასევე ოტოტოქსიურობაზე (სასმენი სისტემის დაზიანება მედიკამენტებით და ქიმიკატებით) მეთვალყურეობამ შეიძლება შეამციროს  სმენის პოტენციური  დაკარგვის რისკი.
o ყურისა და სმენის მოვლის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის მიზნით, ჯანმო წარადგენს ყურისა და სმენის  პირველადი მოვლის  ახალ სასწავლო სახელმძღვანელოს წარადგენს პირველადი ჯანდაცვის მუშაკებისთვის. 
საქართველოში, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სამშობიარო სახლებში ხორციელდება ახალშობილთა სმენის დიაგნოსტიკური კვლევა, რაც მოიცავს: ახალშობილთა სმენის პირველად სკრინინგს;  პირველადი სკრინინგით გამოვლენილი სმენის დარღვევების მქონე ახალშობილების მეორად სკრინინგს და, საჭიროების შემთხვევაში, მათ ჩაღრმავებულ კვლევებს (ტიმპანომეტრულ კვლევას და კომპიუტერულ აუდიომეტრიას); პირველადი და მეორადი სკრინინგით იდენტიფიცირებული სმენის სავარაუდო დარღვევის მქონე ბენეფიციარების მიდევნებას შემდგომ დიაგნოსტიკურ კვლევებში ჩართვისა და საბოლოო დიაგნოზის დადგენის მიზნით.
ახალშობილთა სმენის საყოველთაო სკრინიგი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რაც საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ სმენის დაზიანების ადრეული გამოვლენა და ჩარევა, რაც თავიდან აგვაცილებს მეტყველების, კოგნიტური და სოციალურ ემოციური განვითარების ჩამორჩენას ბავშვებში. 

ვრცლად: 


სმენის დაქვეითების პრობლემაზე ყურადღების გამახვილება და მასთან გამკლავება დადებითად აისახება ინდივიდის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ეფექტურ კომუნიკაციასა და ინტერპერსონალურ ურთიერთობებზე; მეტყველებაზე და კოგნიტურ განვითარებაზე ბავშვებში; განათლებასა და დასაქმების შესაძლებლობებზე და მენტალურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. 


სმენის დაქვეითების პრობლების მოგვარება დიდ დანახარჯებთანაა დაკავშირებული; ევროპის რეგიონში ხარჯები დაახლოებით 225 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს წელიწადში. საბედნიეროდ, უმრავლეს შემთხვევაში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სათანადო ინტერვენციებით შესაძლებელია ხარჯების ეფექტურად შემცირება. ყურთან და სმენასთან დაკავშირებული საჭიროებების პირველადი ჯანდაცვის სერვისებთან დაკავშირება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია სმენის დაქვეითების პრევენციასა და არანამკურნალები სმენის დაკარგვით გამოწვეული გარკვეული ტვირთის შემცირებაში. 
ინკლუზიური შესაძლებლობები/გადაწყვეტილებები სმენადაკარგულ და სმენადაქვეითებული პირებისთვის 
ინოვაციური და ხარჯთეფექტური საშუალებები ხელს უწყობს  სმენადაქვეითებული ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. მილიონობით ზრდასრული და ბავშვი იყენებს სმენის დამხმარე საშუალებებსა და კოხლეარულ იმპლანტებს. ახალ ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს, ხელშემწყობი გარემოს და ინკლუზიური საზოგადოებრივი ჯანდაცვის სტრატეგიების კომბინირებას შეუძლია სარგებელი მოუტანოს საჭიროების მქონე ადამიანებს, განსაკუთრებით მათ, ვინც შორეულ და სერვისებს მოკლებულ გარემოში ცხოვრობენ.


დამხმარე ტექნოლოგიების გამოყენებასთან ერთად მნიშვნელოვანია ხელშემწყობი გარემოსა და სერვისების არსებობა. სმენადაკარგული ან სმენადაქვეითებულ პირებს სჭირდებათ ჟესტების ენის, სუბტიტრების ან/და სხვა დამხარე საშუალებებზე ხელმისაწვდომობა მათი საზოგადოებაში ინტეგრირების მიზნით.


ყურისა და სმენის პირველადი მოვლის სასწავლო სახელმძღვანელო და სკრინინგის აპლიკაცია
ყურისა და სმენის მოვლის გამუჯობესების და ხელშეწყობის მიზნით, ჯანმო სმენის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით და მის ფარგლებში, ყურისა და სმენის  პირველადი მოვლის ახალ სასწავლო სახელმძღვანელოს წარადგენს. იგი განკუთვნილია პირველადი ჯანდაცვის მუშაკებისთვის და მოიცავს  პრაქტიკულ გაიდლაინს სმენის პრობლემებისა და ყურის გავრცელებული დაავადებების პრევენციის, იდენტიფიკაციისა და მართვის შესახებ.


სმენა, პერიოდულად, ყველამ უნდა შეიმოწმოს, განსაკუთრებით მათ, ვისაც ხშირად უწევთ ხმაურისა ან ხმამაღალი მუსიკის მოსმენა, ხანდაზმულებმა და მათ, ვინც იღებს ისეთ მედიკამენტებსა და ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებმაც შესაძლოა დააზიანოს სმენის სისტემა.


სმენის  შემოწმების ხელშესაწყობად, WHO-მ შეიმუშავა listenWHO სმენის სკრინინიგ უფასო მობილური და ვებ-ზე დაფუძნებული პროგრამული აპლიკაცია. აპლიკაციის გამოყენება შესაძლებელია როგორც სახლის პირობებში, ასევე ჯანდაცვის მუშაკების მიერ სმენის დაქვეითების სკრინინგის და შემდგომი დიაგნოსტიკური გამოკლევის რეფერირებისათვის.

 

აპლიკაციის ბმული: https://www.who.int/teams/noncommunicable-diseases/sensory-functions-disability-and-rehabilitation/hearwho 
მსოფლიო დღე:
https://www.who.int/europe/news-room/events/item/2023/03/03/default-calendar/world-hearing-day-2023--ear-and-hearing-care-for-all!-let-s-make-it-a-reality#:~:text=Each%20year%20on%203%20March,component%20of%20universal%20health%20coverage