Logo

საერთაშორისო ფორუმი ჯანდაცვის ხარისხისა და უსაფრთხოების საკითხებზე 26-28.09.2016

title


მიმდინარე წლის 26-28 სექტემბერს სინგაპურში გაიმართა საერთაშორისო ფორუმი ჯანდაცვის ხარისხისა და უსაფრთხოების საკითხებზე, რომელიც მიმდინარეობს სინგაპურის ჯანდაცვის განვითარების ქსელის SHINe-ს, სინგაპურის ჯანდაცვის სამინისტოს, ბრიტანული სამედიცინო ჟურნალის BMJ-ს და სხვა აზიის ქვეყნებში მოქმედი სამედიცინო ტექნოლოგიური ორგანიზაციების სპონსორობითა და მხარდაჭერით.

ზემოაღნიშნულ ფორუმზე საქართველოს დელეგაციას წარმოადგენენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან გენერალური დირექტორის მოადგილე ეკატერინე ქავთარაძე და BMJ-ის საქართველოს პროექტის კოორდინატორი ელენე გოძიაშვილი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ზაზა ბოხუა.