Logo

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა სისხლის უანგარო დონორობის განვითარების მხარდასაჭერად 08.10.2021

title

ცენტრსა და ააიპ „სისხლის უანგარო დონორებს“ შორის ხელი დღეს ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიზანია სისხლის უანგარო, რეგულარული დონორობის პოპულარიზაცია ქვეყანაში სისხლის უანგარო დონორობის განვითარების მხარდასაჭერად. 

ქვეყანაში სისხლის უანგარო რეგულარული დონორობის მხარდაჭერისა და უსაფრთხო სისხლის პოლიტიკის განვითარებისათვის უკიდურესად მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის და მხარდამჭერი ორგანიზაციების ჩართულობა. ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის WHA63.12 რეზოლუცია მოუწოდებს წევრ ქვეყანებს სისხლის ეროვნული სისტემა დააფუძნონ ნებაყოფლობით, უანგარო, რეგულარულ დონაციებს და განაგრძონ მუშაობა ამ სისტემის გაუმჯობესებისა და მდგრადობისთვის.

COVID-19-ის პანდემიამ სისხლის მარაგების 20%-30%-ით შემცირება გამოიწვია გლობალურად. თუმცა, COVID-19-ის პანდემიის პირობებში, შეზღუდული მობილობისა და სხვა პრობლემების მიუხედავად, სისხლის უანგარო დონორები განაგრძობდნენ სისხლის დონაციას იმ პაციენტებისთვის, ვისთვისაც სისხლის გადასხმა სასიცოცხლოდ აუცილებელია.

მნიშვნელოვანია, ჯანმრთელმა ადამიანებმა განაგრძონ სისხლის ჩაბარება უსაფრთხო სისხლის მარაგის შესაქმნელად.

ცენტრი მიესალმება ახალგაზრდული ორგანიზაციების აქტიურობას ამ მიმართულებით. ახალგაზრდების როლი მეტად მნიშვნელოვანია უსაფრთხო სისხლის მარაგის შექმნაში; ისინი წარმოადგენენ საზოგადოების მნიშვნელოვან სეგმენტს და იმყოფებიან წინა ხაზზე უსაფრთხო სისხლის მარაგის უზრუნველსაყოფად სხვადასხვა ინიციატივის განხორციელებაში. 


ვრცლად: 

 გახსოვდეთ!
სისხლის შემცვლელი ხელოვნური ხსნარები და  მათი მიღების ერთადერთი გზა სისხლის ჩაბარებაა. 
ერთჯერადად ჩაბარებით შესაძლებელია სამი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა. 
ერთი დონორის მიერ ჩაბარებული სისხლით მზადდება 3 სხვადასხვა კომპონენტი: ერითორციტული მასა, თრომბოციტური მასა და პლაზმა, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სამი სხვადასხვა პაციენტისთვის.
დონორული სისხლის გამოკვლევა ხდება 4 ინფექციაზე - აივ ინფექცია/შიდსი, B და C ჰეპატიტი და სიფილისი. 
ქვეყნის მასშტაბით ყველა სისხლის ბანკი ჩაერთო ცენტრალიზებულ NAT (ნუკლეინის მჟავას ტესტირების) კვლევაში, რაც წარმოადგენს სისხლის ინფექციებზე კონტროლის უმაღლეს სტანდარტს.
სისხლის დონაციისას იხმარება მხოლოდ ერთჯერადი მასალა და დონორი სრულად დაცულია ინფიცირებისაგან.
სისხლის უანგარო, რეგულარული დონორობა საამაყო და საპატიოა!
ყველა ზრდასრულ ჯანმრთელ ადამიანს, საკუთარი ჯანმრთელობისათვის აბსოლუტურად უსაფრთხოდ, შეუძლია სისხლის ჩაბარება 2 თვეში ერთხელ, წელიწადში 5-6-ჯერ.
სისხლის დონორობა შეუძლია საქართველოს ყველა ქმედითუნარიან მოქალაქეს 18-დან 65 წლამდე, რომელიც გაივლის სამედიცინო შემოწმებას და არ აღმოაჩნდება დონორობის საწინააღმდეგო ჩვენებები

სისხლის დონორობა შესაძლებელია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციიდან 14 დღის შემდეგ!
სისხლის დონორობა შესაძლებელია COVID-19-ით  გამოჯანმრთელებიდან 14 დღის შემდეგ!
პირებს, რომლებსაც დაუდასტურდათ COVID-19, მაგრამ არ აღენიშნებათ სიმპტომები, დონორობა შუძლიათ COVID-19-ზე დადებითი ტესტირების დღიდან 14 დღის შემდეგ.
სისხლში SARS-CoV-2-ის საწინააღმდეგო ანტისხეულები არ წარმოადგენს დონორობის უკუჩვენებას!

რატომ უნდა გავიღოთ სისხლი?
სისხლის ვარგისიანობის მაქსიმალური ვადა 42 დღეა
თრომბოციტები ინახება მხოლოდ 5 დღე
ეს ნიშნავს, რომ სისხლის ბანკებს ყოველდღიურად ესაჭიროება ჯანმრთელი დონორების გარკვეული რაოდენობა
გამოთვლილია, რომ ადამიანების 85%-ს 75 წლის ასაკამდე ერთხელ მაინც სჭირდება სისხლის გადასხმა გამოთვლილია, რომ ადამიანების 85%-ს 75 წლის ასაკამდე
სისხლის დონაცია იოლი, უსაფრთხო, უმტკივნეულო პროცესია და მაქსიმუმ 1 საათს საჭიროებს.