title
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 1990 წლის 14 დეკემბერს,68-ეპლენარულ სხდომაზე, პირველი ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.ასამბლეამ მთავრობებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდა, ხელი შეუწყონ სიბერის პროგრამის ღონისძიებათა კოორდინაციას და გაიღონ ფინანსური შენატანები სიბერის პრობლემათა მიზნობრივ ფონდში.
2018 წელს გაერთიანებული ერების ხანდაზმულთა საერთაშორისო დღის მიზანს შეადგენს:
• ხელი შეუწყოს დეკლარაციით აღიარებული უფლებების დაცვას ხანდაზმულთა ყოველდღიურ ცხოვრებაში;
• აამაღლოს ხანდაზმულთა თვალსაწიერი, როგორც საზოგადოებრივი ცხოვრების მონაწილე პირებისა, რომლებიც ახდენენ ადამიანის უფლებათა რეალიზაციას ცხოვრების მრავალი მიმართულებით და არ შემოფარგლებიან მხოლოდ მიმდინარე პრობლემებით;
• ასახოს პროგრესი და პრობლემები, რომლებიც გავლენას ახდენენ ხანდაზმული ადამიანების უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა სრულ და თანაბარ რაელიზაციაზე და
• მოახდინოს ფართო აუდიტორიის მობილიზება ადამინთა უფლებების დასაცავად სიცოცხლის ყველა ეტაპზე.
საქართველოში, გაეროს მოსახლეობის დივიზიის პროგნოზით, მოსალოდნელია ხანდაზმული მოსახლეობის (65 წლის და ზემოთ ასაკის) რაოდენობის ზრდა. 2015 წელს მათი წილი საერთო პოპულაციაში იყო 14%. 2035 წელისათვის მოსალოდნელია წილის გაზრდა 20.6 %-მდე. 2035 წლისთვის საქართველოში ქალების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა გაიზრდება 80,8 წლამდე, მამაკაცების - 74,2 წლამდე.2016 წელის მონაცემებით, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ქალებისათვის შეადგენდა 77.1 წელს; კაცებისათვის - 68.2 წელს.
2014 წელს, ხანდაზმული - 65 წლისა და უფროსი ასაკის, მოსახლეობის წილი საქართველოს მთლიან მოსახლეობაში შეადგენდა 14,3 %, ხოლო დღეგრძელი - 80 წლისა და უფროსი ასაკის, მოსახლეობის წილი - 3,1 %. რიცხობრივად, ეს მაჩვენებლები შეესაბამება 530000 და 115000 პირს. 1989 წელს ხანდაზმულთა წილი საქართველოს მთლიან მოსახლეობაში 8.8%-ს შეადგენდა, ხოლო 2002 წელს - 13,3%. გაეროს პროგნოზის თანახმად, 65 წლისა და უფროსი ასაკისპირების წილი მთლიან მოსახლეობაში მიაღწევს 18,9 პროცენტს 2030 წელს (732 000 პირი), ხოლო 2050 წლისათვის ეს მაჩვენებელი 25,3 პროცენტამდე გაიზრდება (880 000 პირი). ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი მეოთხე ადამიანი 65 წლის და უფროსი ასაკის იქნება. 2050 წლისათვის დღეგრძელი მოსახლეობის რაოდენობა გაორმაგდება და მიაღწევს 260 000 პირს.
ხანდაზმულთა რიცხოვნობისა და პროცენტულიწილის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი სხვაობები ფიქსირდება საქართველოს რეგიონებს შორის; მაგალითად, აჭარაში ხანდაზმულთა წილი შეადგენს11,0 პროცენტს მაშინ, როცა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ეს ჯგუფი მოსახლეობის 28,3 პროცენტს წარმოადგენს.
საქართველოში, 2003 წლის 27 სექტემბერს, მიღებული იქნა პრეზიდენტის ბრძანებულება (№467)„ხანდაზმულ ადამიანთა დაცვის დღის დაწესებისა და მათი სოციალური დაცვის ღონისძიებათა შემდგომი გაუმჯობესების შესახებ“. 2016 წლის 27 მაისს ამოქმედდა საქართველოს პარლამენტის დადგენილება „საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ. ამ დადგენილების საფუძველზე შემუშავებული იქნა დაბერების საკითხებზე 2017-2018 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა.
მსოფლიოს მოსახლეობა ბერდება. ფაქტიურად მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ასაკოვან ადამიანთა რიცხვი და პროპორცია მზარდია. როგორც ჩანს, 21-ესაუკუნეში პოპულაციის დაბერება საკმაოდ მნიშვნელოვან სოციალურ ტრანსფორმაციადგადაიქცევა, რაც საზოგადოების ყველა სექტორზემოახდენს გავლენას, მაგალითად, როგორიცაა,შრომითი და ფინანსური ბაზრები, მოთხოვნილებები სერვისებზე, საცხოვრებლებზე, ტრანსპორტზე და სოციალურ დაცვაზე, ასევე ცვლილებები ოჯახების სტრუქტურაში და თაობათა შორის კავშირებში.
მსოფლიოში 60 წელზე უფროსი ასაკის პოპულაცია ყოველწლიურად 3%-ით იზრდება. 2017 წლის შეფასებით, მსოფლიოში აღნიშნული ასაკის 962 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, რაც გლობალური პოპულაციის 13% შეადგენს. ამჟამად 60 წელზე უფროსიასაკის მოსახლეობის ყველაზე მაღალი პროცენტი ევროპაში (25%) აღირიცხება. დაბერების სწრაფი პროცესები მოხდება მსოფლიოს სხვა ნაწილებშიც, ასე რომ 2050 წლისათვის მსოფლიოს ყველა რეგიონში(აფრიკის გარდა) მოსახლეობის მეოთხედი, ან მეტი, 60 წელზე უფროსი ასაკის იქნება. გამოთვლილია, რომ ხანდაზმული ადამიანების რაოდენობა 2030 წლისათვის 1,4 მილიარდი იქნება, 2050 წლისათვის - 2,1 მილიარდი, ხოლო 2100 წლისათვის შეიძლება გაიზარდოს 3,1 მილიარდამდე.
უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში მოსახლეობის დაბერების საკითხზე მიღებულ იქნა ახალი სტრატეგიები და პროგრამები, სადაც უდიდესი ყურადღება სოციალურ სექტორს ექცევა. განვითარებული და განვითარებადი ეკონომიკების ბევრმა მთავრობამ შეიმუშავა ან გამოსცადანოვატორული სტრატეგიები ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფისა ან კეთილდღეობის მიმართულებით. ამას გარდა, ამოქმედებულ იქნა რამდენიმე სტრატეგიული ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც მოიცავდა სიბერის პრობლემების რეგულირების ეროვნულ სამოქმედო გეგმებს. ასევე, მიღებულ იქნა ასაკთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმები ისეთ სფეროებში,როგორიცაა, სამშენებლო კოდექსი, მზრუნველობის ცენტრების ლიცენზირება და მონიტორინგი და პროფესიული მომზადება. მრავალი ქვეყნის მთავრობამ ყველა დონეზე, დაწყებული ლოკალურიდან ნაციონალურამდე, გაინაწილაპასუხისმგებლობა და შექმნა ახალი ინსტიტუციები, ან განაახლა უკვე არსებული, ასაკოვანი ადამიანების პრობლემების ეტაპობრივად მოსაგვარებლად.
სამთავრობო ინსტიტუტები პრიორიტეტების დადგენისას იყენებდნენ სხვადასხვა მიდგომებს. ეს არჩევანი მნიშვნელოვნად იყო განპირობებული იმით, თუ როგორია ზოგადად საზოგადოებაში და ოჯახში ასაკოვანი ადამიანის როლის აღქმა. ზოგიერთ შემთხვევაში ღონისძიებათა მიზანია უპასუხოს თემებში და საზოგადოებებში მიმდინარე სწრაფ ცვლილებებს, სხვა კუთხით შეხედოს ისეთ საკითხებს როგორიცაა,ასაკოვანი ადამიანების მუშაობა, ხანდაზმულებზეზრუნვის მექანიზმები, თაობათაშორისი მხარდაჭერის სისტემები და ფინასური შეზღუდულობა. ზოგიერთმა მთავრობამ შეიმუშავა ასაკოვან ადამიანთა აქტიურობისა და ავტონომიურობის შენარჩუნების პრინციპზე დაფუძნებული პოლიტიკა, რომელის მიზანია სახლში ხანდაზმულთა დამოუკიდებელი ცხოვრების განგრძობა და ხელშეწყობა, ისეთი სერვისებისა და დაწესებულებების შეთავაზებით, რაც დააკმაყოფილებდა მათ მრავალფეროვან მოთხოვნილებებს. ზოგიერთი სტრატეგია ყურადღებას ამახვილებს ოჯახურ კავშირებზე და მხარს უჭერს ოჯახის ერთიანობას, როგორც ასაკოვან ადამიანებზე ზრუნვის პირველად წყაროს. რაც არ უნდა იყოს, მთელი სისტემის გამართული მუშაობისათვის, აუცილებელია მოხალისეთა ორგანიზაციების და თემზე დაფუძნებული ცენტრების ქსელის არსებობა.
საერთაშორისო საზოგადოებამ ხანდაზმული ადამიანების პრობლემებზე პირველად ყურადღება გაამახვილა დაბერების შესახებ ვენის საერთაშორისო სამოქმედო გეგმაში, რომელიც მსოფილო ასამბლეის მიერ 1982 წელს იქნა მიღებული. შემდგომში,ხანდაზმულთა შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პრინციპების მიღებამ 1991 წელს, 2001 წლისათვის დაბერების გლობალური მიზნობრივი მაჩვენებლების დამტკიცებამ და დაბერების შესახებ 1992 წლის დეკლარაციამ, ხელი შეუწყო საერთაშორისო საზოგადოების მიერ ასაკოვან ადამიანთა კეთილდღეობისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გაცნობიერებას.
2002 წელს, სიბერის პრობლემებისადმი მიძღვნილ მეორე მსოფლიო ასამბლეაზე მიღებული იქნა პოლიტიკური დეკლარაცია და მადრიდის საერთაშორისო სამოქმედო გეგმა სიბერის შესახებ, რომელიც მოწონებულ იქნა გენერალური ასამბლეის 56/167 რეზოლუციით. ამ დოკუმენტებმა გააძლიერეს პოლიტიკური კონსენსუსი სიბერის დღის წესრიგის შესახებ და ყურადღება გაამახვილეს ამ სფეროში განვითარების, საერთაშორისო თანამშრომლობის და დახმარების შესახებ. დოკუმენტის მიღების შემდეგ, მადრიდის საერთაშორისო სამოქმედო გეგმა ნაციონალრ დონეზე სტრატეგიებისა და პროგრამების შემუშავების სახელმძღვანელოდ გადაიქცა. მან შეასრულა საერთაშორისო ჩარჩო დოკუმენტის როლი დიალოგისათვის და მოახდინა რეგიონული და ნაციონალური გეგმების შემუშავების სტიმულირება.
2016 წელს ჯანმრთელობის 69-ე მსოფლიო ასამბლეის მიერ მიღებულ იქნა გლობალური სტრატეგია და სამოქმედო გეგმა სიბერისა და ჯანმრთელობის შესახებ და შესაბამისი რეზოლუცია (WHA 69.3). სტრატეგია ფოკუსირებულია 5 სტრატეგიულ მიზანზე:
• ჯანსაღ სიბერეზე ორინტირებული ქმედებების შესრულების ვალდებულება ყველა ქვეყნისათვის
• ასაკოვანი ადამიანებისათვის ხელსაყრელი გარემოს განვითარება
• ჯანდაცვის სისტემების მორგება ასაკოვანი ადამიანების მოთხოვნილებებზე
• ხანგრძლივ-ვადიანი ზრუნვის მდგრადი და სამართლიანი სისტემების განვითარება (სახლებში, თემებში, დაწესებულებებში)
• ჯანმრთელი სიბერისათვის გაზომვების, მონიტორინგისა და კვლევების გაუმჯობესება.
სიბერისა და ჯანმრთელობის შესახებგლობალური სტრატეგიში მოცემული მიზნების მისაღწევად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, ექპერტებთან და მონაწილე მხარეებთან კონსულტაციის გზით, ჩამოაყალიბა კონკრეტულ ქმედებათა 10 პრიორიტეტული მიმართულება.
2018 წელს, ადამიანის უფლებათა უნივერსალური დეკლარაციის (UDHR) 70-ე წლისთავზე, გაერთიანებული ერების ასაკოვან ადამიანათა საერთაშორისო დღე (UNIDOP) აღნიშნავს ამ დეკლარაციის მნიშვნელობას და კიდევ ერთხელ ადასტურებს ვალდებულებას, ხელი შეუწყოს ასაკოვანი ადამიანების მიერ ადამიანის ყველა უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა სრულ და თანაბარ რეალიზაციას.